თბილისის „დინამომ“ თურქეთში სეზონის წინა შეკრების ტურის მატჩი გამარჯვებით დაიწყო

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficial?fref=tsდინამო თბილისი
დინამო თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 19 თებერვალს აღდგება. XIX ტურის თამაშებში, “დინამო“თბილისი გასვლით მატჩს „საპოვნელასთან“ ითამაშებს.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საფეხბურთო კლუბმა  თბილისის “დინამომ“ თუქეთში სეზონის წინა შეკრების  ტურის მატჩი გამარჯვებით დაიწყო. „ხორვატიის „სპლიტის“ ტესტ-მატჩში დედაქალაქურმა კლუბმა ანგარიშით 1:0 მოიგო. ამის შესახებ ინფორმაცია „დინამოს“ ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. 

გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი ჯაბა ჯიღაური აღმოჩნდა, რომელმაც ბურთი მე-17 წუთზე გაიტანა. თბილისელმა ფეხბურთელებმა გიორგი ქვილითაიამ და ნიკოლოზ გელაშვილმა რამდენჯერმე სცადეს მოწინააღმდეგის კარის აღება, თუმცა ხორვატთა მეკარის ლუბოშ ხრდლიჩკას თამაში,  წარმატებული გამოდგა.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი 19 თებერვალს განახლდება
 

შემდეგ ამხანაგურ მატჩს „დინამო“ თბილისი 4 ტებერვალს ბელორუსიის „ბატე“-სთან გამართავს. 

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 19 თებერვალს აღდგება.  XIX ტურის თამაშებში, “დინამო“თბილისი გასვლით მატჩს „საპოვნელასთან“ ითამაშებს. 


ყველა ახალი ამბავი
0