„საქართველოს ლატარიის კომპანია“ აუქციონზე გაიყიდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი, კოსტავას ქუჩა
თბილისი, კოსტავას ქუჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70 %-იანი სახელმწიფოს წილი აუქციონზეა გატანილი. მის დასრულებამდე ერთი დღით ადრე ფასი 1000 ლარიდან 13,4 ათას ლარამდე გაიზარდა.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო ყიდის თავის 70 %-იან წილს შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიაში“, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე 216,3 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს. აუქციონი ხუთშაბათს დასრულდება, იტყობინება საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნული  სააგენტო.

აუქციონი 14 იანვარს გამოცხადდა. აქციების საწყისი ფასი 1000 ლარი იყო. ამ დროის მანძილზე 20 ელექტრონული ფსონი დაიდო და ფასმა 13,4 ატას ლარს მიაღწია. 

„საქართველოს ლატარიის კომპანიის“ აქტივები 2015 წლის სექტემბრისათვის დაახლოებით 17,6 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო ვალდებულებები — 217,2 მილიონ ლარს. უძრავი ქონება კომპანიას არ აქვს. 

ეკონომიკის სამინისტრო - Sputnik საქართველო
სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან შემოსული თანხები პროგნოზირებულს 23%–ით აჭარბებს

გაყიდვის ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ არც „საქართველოს ლატარიის კომპანიაში“  და არც ფინანსთა სამინისტროში, რომელმაც ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან 15 წლიან ექსკლუზიურ საქმიანობაზე.

საქართველოს ლატარიის კომპანია ლიცენზირებული ოპერატორია, ლატარიისა და სხვა გათამაშებების მოწყობის 15 წლიანი ექსკლუზიური უფლებით, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობს ლატარიის სხვადასხვა ტიპის თამაშებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

ტენდერის შედეგად, კომპანიას გამოუყვეს ლიცენზია 2009 წლის 1 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2011 წლიდან კომპანიას საქართველოს ფოსტა მართავს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0