თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა იმედგაცრუება განიცადოს საგარეო პოლიტიკის ევროატლანტიკურ კურსში ევროკავშირისა და ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო, ნათქვამია პენტაგონის სადაზვერვო სამმართველოს მეთაურის ჯეინს კლეიპერის (James Clapper) ანგარიშში.
სამშაბათს, კლეიპერმა აშშ-ს სენატს ყოველწლიური მოხსენება წარუდგინა, რომელიც სპეცსამსახურების შეფასებით, ამერიკის წინაშე მდგარი გლობალური საფრთხეების შეფასებას მიეძღვნა.
"მაშინაც კი, როდესაც საქართველო რეფორმებით პროგრესს განიცდის, მისი პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე მერყევი იქნება. ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება 2016 წლის არჩევნებამდე. საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა, შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი გაზრდის თბილისზე ზეწოლას იმისათვის, რომ ევროკავშირთან და ნატო-სთან კავშირები შეწყვიტოს", — აღნიშნულია დოკუმენტში.
საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსის თანახმად, საქართველოსათვის პრიორიტეტულია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია.