თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ ფარული პატრულირების დანერგვის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა.
„ფარული ვიდეო და აუდიო გადაღება, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს იგი, წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა უფლების შეზღუდვას. საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ამგვარი შეზღუდვა მხლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა გამოძიების დროს, სასამართლოს ნებართვის გარეშე შეიძლება განხორციელდეს“, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ყველა სხვა შემთხვევაში ვიდეო და აუდიო ჩაწერას უნდა ახლდეს გამაფრთხილებელი ნიშანი, — აღნიშნავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოში“.