ორი ძალის შერკინება - ბაია გადაბაძე თუ ლევან გაჩეჩილაძე

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან გაჩეჩილაძის „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად დარეგისტრირების პროცესი შეჩერებულია, რადგან მოთხოვნა, რომ ახალი დირექტორი არ დარეგისტრირდეს, საჯარო რეესტრში მანამდე შევიდა.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველი კომპანია „სტუდია მაესტროს“ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის დარეგისტრირების პროცესი შეჩერებულია.
ლევან გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დირექტორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი ძმა — გიორგი გაჩეჩილაძე გასულ კვირაში „სტუდია მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.

თანამდებობაზე ოფიციალური რეგისტრაციისთვის მან დოკუმენტები იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში შეიტანა, თუმცა მანამდე, რამდენიმე საათით ადრე,  ტელეარხის მოქმედმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ რეესტრს მოთხოვნით მიმართა, რომ მას გაჩეჩილაძე გენერალურ დირექტორად არ დაერეგისტრირებინა.

სტუდია - Sputnik საქართველო
„მაესტროს“ ჟურნალისტები გენდირექტორად ბაია გადაბაძეს მოითხოვენ

 „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის თანახმად, როდესაც მოთხოვნა დირექტორის რეგისტრაციის აკრძალვაზე თანამდებობაზე რეგისტრაციის მოთხოვნამდეა შეტანილი, თავდაპირველად აკრძალვის მოთხოვნა განიხილება, ხოლო შემდეგ — რეგისტრაციის მოთხოვნა. ამიტომ რეგისტრაციის მოთხოვნა აკრძალვის მოთხოვნის განხილვის დასრულებამდე დაბლოკილია. რეგისტრაციის პროცესი ამასთან დაკავშირებით შეჩერდა.

გასულ კვირაში „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თანამდებობას სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის გამო ტოვებს, რაც კომპანიის წილის საკონტროლო პაკეტის გიორგი გაჩეჩილაძის ხელში გადასვლას უკავშირდება. გადაბაძემ ეს გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, მაშინვე გადაიფიქრა. თუმცა, „სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გადაბაძე თავის გათავისუფლებას უკანონოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ის ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტილების უკან მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ინტერესები დგას.

ყველა ახალი ამბავი
0