„მაესტროს“ ჟურნალისტები გენდირექტორად ბაია გადაბაძეს მოითხოვენ

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშისტუდია
სტუდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მაესტროს“ ჟურნალისტები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, თუმცა, ისინი ტელეკომპანიის ირგვლივ შექმნილი ვითარების გარკვევამდე გენერალურ დირექტორად ბაია გადაბაძეს მოითხოვენ.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები მოითხოვენ, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე გენერალური დირექტორის მოვალეობა ბაია გადაბაძემ შეასრულოს.

გასულ კვირაში „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თანამდებობას სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის გამო ტოვებს, რაც კომპანიის წილის საკონტროლო პაკეტის გიორგი გაჩეჩილაძის ხელში გადასვლას უკავშირდება. გადაბაძემ ეს გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, მაშინვე გადაიფიქრა. თუმცა, „სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა, მაგრამ სამეწარმეო რეესტრში ჯერ დაფიქსირებული არ არის.

ტელეგადაცემის ჩაწერა - Sputnik საქართველო
ახლა საითღა, „მაესტრო?“

„კიდევ ერთხელ, "მაესტროზე" არსებული ყველა ტელეპროექტის სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემისა და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას. სასამართლო დავის დასრულებამდე, ვითხოვთ, არხის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება შეასრულოს ბაია გადაბაძემ“, — აღნიშნულია ჟურნალისტების განცხადებაში.

ვადასტურებთ, რომ ბაია გადაბაძეს აქვს სრული ლეგიტიმაცია, ისაუბროს "მაესტროს" გუნდის სახელით, ნათქვამია განცხადებაში.

"ასევე, ვიტოვებთ იმედს, რომ მიმდინარე პროცესები ხელს არ შეუშლის არხის შეუფერხებლად მუშაობას და მოგვეცემა შესაძლებლობა, შევასრულოთ პროფესიული მოვალეობა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ტელეკომპანია „მაესტრო“ არაერთხელ აღმოჩენილა ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყურადღების ცენტრში. თუმცა ამჯერად აჟიოტაჟის საბაბი ის ჩანაწერი გახდა, რომელიც 2 თებერვლის ღამით გაჩნდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამ ჩანაწერის თანახმად, მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“, ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი ხდებოდა. მანამდე მას მხოლოდ 25% ეკუთვნოდა. დანარჩენი წილები გაჩეჩილაძემ „სტუდია მაესტროს“ სხვა მეწილეებისგან გამოისყიდა.

ყველა ახალი ამბავი
0