ირანის ისტორიაში პირველად მაღალ თანამდებობაზე ქალი დაინიშნა

© photo: Sputnik / Андрей Стенин / გადასვლა მედიაბანკშითეირანი
თეირანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის თქმით, მარზიე შაჰდაეი ნავთობის მინისტრის მოადგილედ სანქციების მოხსნის შემდგომ ქვეყნის კურსის განახლებასთან, ტექნოლოგიურ მოდერნიზაციასთან, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის გაზრდასთან დაკავშირებით დაინიშნა.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ზანგანემ, პირველად ქვეყნის ისტორიაში, საკუთარ მოადგილედ და ირანის სახელმწიფო ნავთობქიმიური კომპანიის,  National Petrochemical Company (NPC) მმართველ დირექტორად ქალი დანიშნა, — იუწყება „რია ნოვოსტი“ სააგენტო Shana-ზე დაყრდნობით.

ირანის მცხოვრები - Sputnik საქართველო
ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ფერეიდნელებს ისტორიულ სამშობლოსთან დაააკავშირებს

მინისტრის მოადგილის თანამდებობა მარზიე შაჰდაეიმ დაიკავა. მანამდე ის NPC-ს პროექტების დირექტორი გახლდათ.

მინისტრმა საკუთარი გადაწყვეტილება ქვეყნის კურსის სანქციებისშემდგომი განახლებით, ტექნოლოგიური მოდერნიზაციით,  უცხოური ინვესტიციების მოზიდვითა და ექსპორტის გაზრდით ახსნა.

ყველა ახალი ამბავი
0