გაერომ „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსების წყარო ამხილა

© Flickr / Day Donaldson"ისლამური სახელმწიფო"
ისლამური სახელმწიფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერორისტები შემოსავლის ძირითად ნაწილს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ნავთობისა და სხვა ბუნებრივი რესურსების ხარჯზე, „გადასახადების“ შეკრებით, კონფისკაციებით, არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების ადგილების დაყაჩაღებით, გარე შემოწირულობებითა და გამოსასყიდისთვის გადახდილი თანხებით ღებულობენ.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. მიუხედავად ტერორისტების დაფინანსების წყაროებთან ბრძოლის საკითხებში უსაფრთხოების საბჭოს მიერ ადრე მიღებული რეზოლუციისა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ ნავთობით ვაჭრობისგან დიდ შემოსავლებს კვლავ იღებს, განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ჯეფრი ფელტმანმა.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფელტმანმა აღნიშნა, რომ ტერორისტებს უზარმაზარი რესურსების სწრაფად და ეფექტურად მობილიზება შეუძლიათ. განიმტკიცეს რა პოზიციები სირიასა და ერაყში, „ისლამური სახელმწიფო“ „სარგებელს იღებს ფინანსური რესურსების ნაკადისგან და ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თავისი კავშირებისგან, ის აფართოებს თავის ქმედებებს სხვა რეგიონებზე“.

ირანის მცხოვრები - Sputnik საქართველო
ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ფერეიდნელებს ისტორიულ სამშობლოსთან დაააკავშირებს

„ტერორისტების შემოსავლის ძირითად წყაროებს წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ნავთობი და სხვა ბუნებრივი რესურსები, „გადასახადების“ შეკრება, კონფისკაციები, არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების ადგილების დაყაჩაღება, გარე შემოწირულობები, მძევლების გამოსასყიდისთვის გადახდილი თანხები და სხვა ფინანსური სქემები, მაგალითად, სახსრების მოზიდვისთვის ინტერნეტისა და სოციალური ქსელების გამოყენება“, — განაცხადა მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილემ.

გაეროს მონაცემებით, 2015 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ შემოსავლებმა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვისგან 400-დან 500 მილიონ აშშ დოლარამდე თანხა შეადგინა.

რეზოლუცია, რომელიც სახელმწიფოებს ტერორისტების დაფინანსების წყაროებთან ბრძოლას ავალდებულებს, 17 დეკემბერს მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0