გოგუა საფეხბურთო კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს

© Фото предоставлено Jako.fmგოგიტა გოგუა
გოგიტა გოგუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დილას“ ნახევარმცველ გოგიტა გოგუასა და ყაზახურ გუნდს შორის ოფიციალურ შეთანხმებას ხელი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოეწერება.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. გორის „დილას“ ფეხბურთელი გოგიტა გოგუა, სავარაუდოდ, ყაზახეთის პავლოდარის „ირტიშთან“ გააფორმებს კონტრაქტს, იუწყება რადიო Jako.fm.

წინასეზონურ შეკრებაზე თურქეთის ანტალიაში „დილა“ ამხანაგურ მატჩში „ირტიშს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:3 წააგო.

ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: კანკავა საუკეთესო ქართველ ლეგიონერად აღიარეს

გოგუამ მატჩი კარგად ჩაატარა და ყაზახი სელექციონერების ყურადღება მიიპყრო. მათ 32 წლის ფეხბურთელს „ირტიშთან“ კონტრაქტი შესთავაზეს.

რადიოსადგურის ინფორმაციით, ოფიციალურ შეთანხმებას ხელს უახლოეს დღეებში მოაწერენ.

გოგუა „დილაში“ გასული წლის ივლისში ხაბაროვსკის „სკა-ენერგიიდან“ გადავიდა. ნახევარმცველი ასევე თამაშობდა რუსულ კლუბებში: ნალჩიკის „სპარტაკი“, ნიჟნი-ნოვგოროდის „ვოლგა“, გროზნის „ტერეკი“, რიმენსკოეს „სატურნი“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოგუამ 27 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ბოლოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ნახევარმცველმა 2011 წლის მარტში ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

ყველა ახალი ამბავი
0