ევროკომისარი: ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შესაძლოა ამ ზაფხულს გააუქმოს

© photo: Sputnik / Stringerპატარა გოგონა ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით ხელში
პატარა გოგონა ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავრამოპულოსმა აღნიშნა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა შეასრულა და ახლა ევროკომისია ევროპარლამენტის მიმართ საკანონმდებლო წინადადებას ამზადებს ვიზების გაუქმების თაობაზე.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შესაძლოა უკვე ამ ზაფხულს გააუქმოს, — განაცხადა მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა (Dimitris Avramopoulos) საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.

დონალდ ტუსკი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ტუსკთან შეხვედრაზე ევროკავშირთან ვიზების გაუქმებაზე იმსჯელა

„ევროკომისია ევროპარლამენტისა და წევერი ქვეყნებისთვის საკანონმდებლო წინადადების გასაგზავნად ემზადება. საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა მიიღონ მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო წინადადება წარედგინებათ. ეს ალბათ ზაფხულში მოხდება, თუმცა შესაძლოა უფრო ადრეც“, — თქვა ავრამოპულოსმა.

ყველა ახალი ამბავი
0