თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხიელ ჯანელიძე ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს ტალინს ეწვევა, სადაც ესტონეთის მეთაურთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, ეკონომიკური ურთიერთტანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს, იუწყება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტ ტოომას ჰენდრიქს ილვესს, პრემიერ ტაავი რივასსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მარინა კალიურანდს შეხვდება.
მხარეები ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროინტეგრაციის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ“, — ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესტონეთის მინისტრთა კაბინეტის წევრთან ლიზა ოვირთან ერთად, ოთხშაბათს ქართულ-ესტონურ ბიზნეს-ფორუმს გახსნიან, ფორუმის ფარგლებში ქართველი მეწარმეები ესტონელ მეწარმეებს შეხვდებიან.
ვიზიტის მეორე დღეს ჯანელიძე ესტონეთის პარლამენტის სპიკერთან და საგარეო ურთიერთობების კომისიის წევრებთან გამართავს შეხვედრას.