ესტონეთის საგარეო უწყება "რუსთავი 2"-ის ირგვლივ შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია

© facebook.com/mfageorgiaმარინა კალიურანდი და გიორგი კვირიკაშვილი
მარინა კალიურანდი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარინა კალიურანდის განცხადებით, ესტონეთის მთავრობა შეშფოთებულია იმ პროცესებით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო დავას უკავშირდება.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ესტონეთის მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო დავას უკავშირდება, განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა (Marina Kaljurand) ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო დავამ საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ მფლობელსა და მის კუთვნილ კომპანია შპს „პანორამას“ ტელეკომპანიის წილები მიაკუთვნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არხის ადმინისტრაცია და ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ დაკვეთასა და თავისუფალი სიტყვის დარღვევას უწოდებენ.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
მინისტრი კვირიკაშვილი „რუსთავი 2"–ს დამოუკიდებელი საბჭოს შექმნას სთავაზობს

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ პროცესებით, რომლებმაც თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი სასამართლოსთან მიმართბით კითხვები დაბადეს. მსურს განვაცხადო, რომ მხოლოდ ის ქვეყანები იქნებიან  წარმატებულნი, რომლებიც დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას სცემენ პატივს“, — განაცხადა კალიურანდმა.

სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ტელეარხ „რუსთავი 2"–ის წილის 60% ხალვაშს, ხოლო დარჩენილი 40% მის კუთვნილ კომპანია შპს „პანორამას“ უნდა გადაეცეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების მუხლის მოქმედება, ხალვაშმა შესაძლოა ვერ ისარგებლოს საქალაქო სასამართლოს დადგენილებით.

 


ყველა ახალი ამბავი
0