საქართველოში გრიპის ვირუსი კიდევ ერთი ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა

გამოწერა
წლის დასაწყისიდან გრიპის ვირუსის გართულებით საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა. მედიკოსები სთხოვენ მოქალაქეებს, გრიპის სიმპტომების აღმოჩენის პირველივე ნიშნებისას მიმართონ ექიმს.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოში  გრიპის H1N1 ტიპის ვირუსის გართულებისაგან კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 20016 წელს გრიპის ვირუსის გართულების შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა: 11 ვირუსი H1N1-ით, ხოლო H3N2 — ით კიდევ ერთი.

გრიპის ვირუსის საშიშროება - Sputnik საქართველო
ექსპერტი: „გრიპის შემდგომ გართულებებს ხელს დაბინძურებული ჰაერიც უწყობს“

ცენტრის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან, სხვადასხვა ტიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 248-დან 398-მდე გაიზარდა 100 ათას კაცზე. საქართველოსათვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 500 კაცია 100 ათას კაცზე. 

დაავადებების შემთხვევების გახშირების გამო, ექიმები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. განისაზღვრა სამედიცინო ცენტრები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. 

მედიკოსები სთხოვენ მოქალაქეებს, გრიპის სიმპტომების აღმოჩენის პირველივე ნიშნებისას მიმართონ ექიმს. 


ყველა ახალი ამბავი
0