სახალხო დამცველმა არაკეთილსინდისიერი სამინისტროები ჩამოთვალა

© Courtesy of Ucha Nanuashviliსახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველის აპარატმა სამინისტროებსა და უწყებებში 2015 წელს 80 რეკომენდაცია და წინადადება გააგზავნა, რომელთაგან ნახევარზე მეტი სრულად არის შესრულებული. ყველაზე მეტი - 22 მიმართვა პროკურატურაში გაიგზავნა.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თავის ყოველწლიურ ანგარიშში ის სამინისტროები და უწყებები დაასახელა, რომელთაც 2015 წელს არ შეასრულეს მისი რეკომენდაციები. 

მათ შორისაა საქართველოს მთავრობა, იუსტიციის სამინისტრი და უზენაესი სასამართლო. გარდა ამისა, ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ რეკომენდაციებზე პასუხი არ მოსვლიათ პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროსგან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისაგან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისაგან, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისაგან.

გიორგი მარგველაშვილი და უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა და ომბუდსმენმა წამების ამსახველ ვიდეოკადრებზე იმსჯელეს

სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი 80 რეკომენდაციიდან შესრულდა 40 (50%), ნაწილობრივ შესრულდა 14 (17%), პასუხი არ მოვიდა 26 (33 %) რეკომენდაციაზე.

„2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია/წინადადებების რაოდენობა შემცირდა…ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა უწყებები ადეკვატურად რეაგირებდნენ სახალხო დამცველის მიმართვებზე და ადამიანის დარღვეული უფლებების აღდგენა ხდებოდა სახალხო დამცველის მიერ საქმის შესწავლის დაწყების ფარგლებში, რაც აღარ ქმნიდა რეკომენდაცია/წინადადების მომზადების აუცილებლობას“, — ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. 

იქვე აღნიშნულია, რომ  წინა წლების მსგავსად, კვლავ მაღალია მიმართვიანობა საქართველოს მთავარი პროკურატურისადმი — 22 რეკომენდაცია/წინადადება, რომლიდანაც აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში სახალხო დამცველი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0