გიორგი ვოლსკი: საქართველო ვალდებულია იფიქროს თავის ტრადიციებზე

© Sputnik / STRINGERპარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი
პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ვიმპელკომმა“ შესაძლოა „კავკასუს ონლაინის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის კაბელის შეისყიდოს. რამდენად რეალურია გავრცელებული ინფორმაცია და შესაძლებელია თუ არა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის კაბელის გაყიდვა, - ამის შესახებ Sputnik"-ის ჟურნალისტს თენგიზ ჩოჩუას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ესაუბრა.

დეპუტატი გიორგი ვოლსკი: - გამოვიდა მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე და დეტალურად განმარტა რისი გაყიდვა შეიძლება და რისი არა. რომც გვინდოდეს ჩუმად გაყიდვა, ეს ქვეყანა ჩალით ხომ არ არის გადაფარული. როგორ შეიძლება იმის გაყიდვა, რაზეც არამხოლოდ შენ, არამედ მთელი ევროპაა დამოკიუდებული. სტრატეგიული ობიექტი გაყიდო და ფული ჩაიჯიბო? ასეთი რაღაცები არ ხდება. 

მეორეც კიდევ, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა კიბერშეტევამ გვაჩვენა, რომ ტექნიკური საშუალებები გაცილებით დიდია, ვიდრე კაბელზე ზემოქმედება. ასეთი ალტერნატიული კაბელებიც არსებობს. 

ასევე განსახილველია ის საკითხი, რომ კომპანიას, რომელსაც კაბელის ყიდვა სურს, უცებ არ შემოვარდნილა საქართველოში და ის „ბილაინის“ მფლობელია, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არსებობს.

გია ვოლსკი და ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ვოლსკი: საქართველო ირანთან ურთიერთობის გაღრმავებას გეგმავს

-საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე რას იტყვით?

— არსებობს რაოდენობა, რომელიც უნდა მიიღოს საქართველოს მოსახლეობამ. ეს რაოდენობა მხოლოდ შაჰდენიზის მილსადენით ვერ ივსება. იძულებულები ვართ სხვაგან ვიყიდოთ. საქართველო „გაზპრომისგან“ 2003 წლიდან მოყოლებული ყიდულობს გაზს. ახლა ვსაუბრობთ 15 %-იანი დეფიციტის შევსებაზე. 15 % დეფიციტი თუ არ შეივსო, იძულებულები ვიქნებით ვიყიდოთ ელექტროენერგია, რომელიც უფრო ძვირი გვიჯდება. ეს ელექტროენერგიაც კვლავ რუსეთიდან მომდინარეობს სხვათაშორის. ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული თემა. 

- ეთანხმებით თუ არა ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში განისაზღვროს ოჯახის მნიშვნელობა და ჩაიწეროს, რომ  ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობას წარმოადგენს?

— ამაზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ. პატარა საქართველო, რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს, ვალდებულია იფიქროს თავის ტრადიციებზე, ურთიერთობებზე, ტოლერანტობაზე. დღეს უკვე მზად გვაქვს კანონპროექტი და დღეს თუ ხვალ იგი ნახავს დღის სინათლეს. 

- ანუ, აღნიშნული კანონპროექტი ერთსქესიანთა ქორწინების ცალსახა უარყოფა იქნება?

— დიახ. 


ყველა ახალი ამბავი
0