დიმიტრი შაშკინი: ნებისმიერი სხვა კომბინაცია საქართველოსთვის თვითმკვლელობის ტოლფასია

© photo: Sputnik / Григорий Сысоевირანის მოსახლეობა
ირანის მოსახლეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ და ირანმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს, მათ შორის, ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზეც, რაც დადებითად აისახება ტურიზმის განვითარებაზე.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე იმსჯელეს ყველა სფეროში, მათ შორის, ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. იმის თაობაზე, თუ რას უნდა ველოდოთ ამ ორი ქვეყნის დაახლოებისგან, "Sputnik აზერბაიჯანს" საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესაუბრა.

„ირანი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია“, _ მიაჩნია შაშკინს.
სამწუხაროდ, როგორც ის ამბობს, ივანიშვილის მთავრობამ სამი წლის წინ დაარღვია თეირანთან ბოლო ათი წლის განმავლობაში ნაშენები სავაჭრო ურთიერთობები.

გია ვოლსკი და ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ვოლსკი: საქართველო ირანთან ურთიერთობის გაღრმავებას გეგმავს

შაშკინის თქმით, სწორედ მაშინ დაუწესეს ირანის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი და ასევე დახურეს საქართველოში ირანული ბანკები. ამის გამო ქართულმა მხარემ დაკარგა როგორც ტურისტები, ისე მსხვილი ინვესტიციები ირანიდან. ახლა კი ქვეყანა თავიდან ცდილობს ურთიერთობების აღდგენას.

ექსმინისტრის აზრით, საქართველოს მთავრობის უხეში შეცდომების გამო, ქვეყანამ ირანის ნდობაც დაკარგა და დროც. ახლა წინანდელი ურთიერთობებისა და ეკონომიკური კავშირების აღდგენას წლები სჭირდება.

ირანი - Sputnik საქართველო
საქართველო ირანთან სავიზო რეჟიმს 15 თებერვალს გააუქმებს

„საქართველოს მთავრობა ირანთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას ცდილობს, მაგრამ მე ვერ ვხედავ უფრო ღრმა ურთიერთობების პოტენციალს“, — ხაზი გაუსვა მან.

შაშკინმა ასევე შენიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს დაიბრუნოს ის, რაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილისას არსებობდა, მაგრამ ქვეყანას სჭირდება არა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობები ირანთან, არამედ სტრატეგიული პარტნიორობა ბაქოსთან და ანკარასთან.
„ნებისმიერი სხვა კომბინაცია საქართველოსთვის თვითმკვლელობის ტოლფასია“, — დაასკვნა მან.

ყველა ახალი ამბავი
0