ელჩი: რუსეთი თურქეთისგან ჩამოგდებული სუ-24-ის გამო ბოდიშსა და კომპენსაციას ელოდება

© photo: Sputnik / Денис Евстафьев / გადასვლა მედიაბანკშიСу-24
Су-24 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელჩის განცხადებით, თუ რუსეთის პირობები არ შესრულდება, ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარებისთვის შესაძლებლობები არ იქნება.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. რუსეთი თურქული მხარისგან ჩამოგდებული თვითმფრინავისთვის ოფიციალურ ბოდიშს, ასევე ზარალის ანაზღაურებასა და დამნაშავეთა დასჯას ელოდება, თურქეთის მხრიდან მხოლოდ სინანული საკმარისი არ არის, განაცხადა რუსეთის ელჩმა ანკარაში ანდრეი კარლოვმა, იუწყება Sputnik-ი.

რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2015 წლის 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა სირიაში რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამას ტერორისტების ხელშემწყობთა მხრიდან „ზურგში დანის დარტყმა“ უწოდა. ამ ინციდენტის შემდეგ რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ რიგი ეკონომიკური სანქციები დააწესა.

 „რუსეთის პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რა უნდა გააკეთოს თურქეთმა ჩვენს ურთიერთობებში ამ უდიდესი კრიზისის გადასალახავად. ჩვენ თურქული მხარისგან ოფიციალურ ბოდიშს, დამნაშავეთა დასჯას და ასევე ჩვენი სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასა  ველოდებით. თურქეთის მხრიდან განცხადება, რომ ის მომხდარის გამო სინანულს განიცდის, საკმარისი აშკარად არ არის, ეს დონე არ შეესაბამებოდა იმას, რაც მოხდა. ამიტომ შემდეგი ნაბიჯი თურქულმა მხარემ უნდა გადადგას“, — განაცხადა კარლოვმა.

ყოველდღიური ცხოვრება - Sputnik საქართველო
რუსეთში უმსხვილესი თურქული ბანკი იყიდება

თუ ეს პირობები არ შესრულდება, მაშინ რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობები არ არის, დასძინა დიპლომატმა.

ადრე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ბოდიშს არ მოიხდის. სახელმწიფოს მეთაურმა ამ პოზიციის მოტივად ის დაასახელა, რომ თურქეთს ბოდიშის მოხდის საჭიროება არ გააჩნია, რადგანაც თურქეთის საჰაერო ძალების პილოტები საჰაერო სივრცის დარღვევაზე პასუხის გაცემის ფარგლებში მოქმედებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0