რუსეთში უმსხვილესი თურქული ბანკი იყიდება

© photo: Sputnik / Evgeny Biatov / გადასვლა მედიაბანკშიყოველდღიური ცხოვრება
ყოველდღიური ცხოვრება - Sputnik საქართველო
გამოწერა
„კრედიტ ევროპა ბანკი“ რუსეთში, ბიზნესის მოცულობით, უმსხვილესი ბანკია თურქული კაპიტალით.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. უმსხვილესი ბანკი თურქული კაპიტალით „კრედიტ ევროპა ბანკი“, მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობების გაუარესებისა და რუსეთში ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე, იყიდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ „კომერსანტზე“ დაყრდნობით იუწყება. გამოცემის მონაცემებით, ამ მაგალითს, შესაძლოა, თურქული კაპიტალის მქონე სხვა კომპანიებმაც მიბაძონ.

სასტუმრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
მედია: თურქეთში 10 მლრდ დოლარად ღირებული სასტუმროები იყიდება

„მყიდველის მოძიება იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო“, — ციტირებს გამოცემა საბანკო ბაზარზე ანონიმური წყაროს სიტყვებს. სხვა წყარო აღნიშნავს, რომ მყიდველს სპეციალურად ამისთვის შერჩეული საინვესტიციო ბანკი Morgan Stanley ეძებს.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, ბანკის გაყიდვა კაპიტალისთვის მცირეოდენი დისკონტით განიხილება. კაპიტალი 2015 წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვის, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით, 18,9 მლრდ რუბლს შეადგენდა, ხოლო 2016 წლის 1 იანვრისთვის, ბუღალტრული აღრიცხვის რუსული სტანდარტებით — 20,8 მლრდ რუბლს.
გამოცემას Morgan Stanley-ს წარმომადგენლების — სათავო კომპანია Credit Europe Bank NV-ს აქციონერთა სახით, კომენტარები არა აქვს. ასევე აღინიშნება, რომ „კრედიტ ევროპა ბანკში“ ბანკის აქციონერთა ქმედებებს არ განიხილავენ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, „კრედიტ ევროპა ბანკი“ რუსეთში, ბიზნესის მოცულობით, უმსხვილესი ბანკია თურქული კაპიტალით. ბანკის აქციების 99,9% Credit Europe Bank NV-ს (ჰოლანდია) ეკუთვნის, რომლის საბოლოო ბენეფიციარი თურქეთის მოქალაქე ჰუსნუ მუსტაფა ოზიეგინია. ბანკი რუსეთში 1994 წლიდან მუშაობს.

რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2015 წლის 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა სირიაში რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამას ტერორისტების ხელშემწყობთა მხრიდან „ზურგში დანის დარტყმა“ უწოდა. ამ ინციდენტის შემდეგ რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ რიგი ეკონომიკური სანქციები დააწესა.

ყველა ახალი ამბავი
0