მედია: თურქეთში 10 მლრდ დოლარად ღირებული სასტუმროები იყიდება

© photo: Sputnik / Владимир Вяткин / გადასვლა მედიაბანკშისასტუმრო კომპლექსი
სასტუმრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასტუმროების მეპატრონეები მოვლენათა ამგვარ განვითარებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებასაც.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თურქეთის დაახლოებით 1300 სასტუმროს მეპატრონემ, რომელთა საერთო ღირებულება 10 მლრდ აშშ დოლარს უტოლდება, გადაწყვიტა, გაყიდოს სასტუმრო, — იუწყება „რია ნოვოსტი“ გაზეთ Zaman-ზე დაყრდნობით. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: „თურქეთში დასვენებას მიჩვეული ტურისტი საქართველოში ნაკლებად ჩამოვა“
 

გამოცემა წერს, რომ ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროებზე მდებარე სასტუმროების გასაყიდად გამოტანას საფუძვლად ქვეყანაში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარების გაუარესება  და რუსეთთან ურთიერთობებში კრიზისი უდევს. 

შეგახსენებთ: რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც რაც 2015 წლის 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა სირიაში რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამას „ტერორისტების ხელშემწყობებისგან ზურგში დარტყმა“ უწოდა. ინციდენტის შემდეგ  პუტინმა გამოსცა ბრძანებულება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი ზომებისა და სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებების გატარების თაობაზე  თურქეთის მიმართ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ თურქეთიდან მომდინარე ტერორიზმის მზარდი საფრთხე არაფრით არ არის ნაკლები ეგვიპტიდან მომდინარეზე და რუსეთის მოქალაქეებს ურჩია, თავი შეეკავებინათ თურქეთში მოგზაურობისგან. ამის შემდეგ „როსტურიზმმა“ ტუროპერატორებს ამ ქვეყანაში ტურების გაყიდვის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცა. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის ისტორიაში ახლა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კრიზისია. გაზეთი წერს, რომ სასტუმროების გაყიდვის მიზეზი — ეს ეკონომიკური სირთულეები, ევროპელი ტურისტების რაოდენობის შემცირება, ნომრებზე ჯავშნების გაუქმება და ასევე სასტუმროების მეპატრონეების ბანკების მიმართ დავალიანებაა. 

გასაყიდად გამოტანილი სასტუმროების ჯამური ღირებულება 30 მლრდ თურქულ ლირას (10 მლრდ აშშ დოლარი) აღწევს. ყველაზე მეტი სასტუმრო ანტალიაში იყიდება, რომელიც უფრო რუსულ ბაზარზე იყო ორიენტირებული. ეს დაახლეობით 410 სასტუმროა, აქედან 120 — ხუთვარსკვლავიანია. 

„ბევრმა მეპატრონემ ვალი აიღო, ვითარების გაუარესების შემდეგ კი  გადახდა ვერ შეძლო. ამას გარდა, ბევრი მეპატრონე რუსეთთან კრიზისმაც აიძულა, სასტუმრო გაეყიდა“, —ციტირებს გაზეთი რიელტერ ისმაილ ოზერს. მისი თქმით, ბიზნესიდან გასვლის სურვილი ასზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა. 

ანტალიაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს დირექტორმა აღნიშნა, რომ ბომბდამშენთან დაკავშირებულმა კრიზისმა დიდი გავლენა მოახდინა ტურისტულ ბიზნესზე.

„მხოლოდ ანტალიაში სასტუმროები უკვე ოთხი თვეა დაკეტილია, ბევრი გაკოტრების პირასაა“, — განუცხადა მან გაზეთს. 

„კონკრეტულად რუსეთი აღარ გამოუშვებს დაახლოებით 4,5 მილიონ ტურისტს. ეს კი 4,5 მილიარდი დოლარის დანაკარგს ნიშნავს“, — მოჰყავს გაზეთს ტურისტული უწყებებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარის, მეჰმეთ იშლერის სიტყვები. იგი წუხს, რომ საბერძნეთი, სარგებლობს რა თურქეთში ტერაქტების გახშირებით,   ტურისტებს თავისკენ იბირებს. 


ყველა ახალი ამბავი
0