რიგითმა თბილისელმა უპოვართა დაპურება გადაწყვიტა

გამოწერა

თბილისის ცენტრში „მადლიანი მაგიდა“ დგას, საიდანაც საკვების აღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, თუმცა მაგიდა მოიპარეს. Sputnik-ის მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში კარგად ჩანს თუ როგორ ცდილობდა აქციის ინიციატორი — პოეტი და პროფესიით ჟურნალისტი უმწეოთათვის დახმარებას. 

შეჭირვებულთათვის ბუტერბროდები - Sputnik საქართველო
თაღლითები ქველმოქმედებას ებრძვიან

აქციის ინიციატორმა თბილისში საქველმოქმედო აქცია დაიწყო — მან ქუჩაში მაგიდა დადგა, რომელზეც ბუტერბროდები ელაგა და საოგადოების ყურადღების მოპყრიბას წარწერით — „ვისაც შია, შეარგოს“ შეეცადა. აქცია რამდენიმე დღე გაგრძელდა, რადგანაც თაღლითებმა ყველა ბუტერბროდი ნაგავში გადაყარეს და მაგოდა მოიპარეს.

დედაქალაქის ღარიბ მოსახლეობას აქციის „მადლი ქენი“ ფარგლებში შეუძლია სენდვიჩები უფასოდ მიირთვას. აქცია ჟურნალისტმა და პოეტმა დავით გაჩეჩილაძემ წამოიწყო.

Sputnik-თან ინტერვიუში გია გაჩეჩილაძემ თავის საქველმოქმედო ინიციატივაზე ისაუბრა.თუმცა, ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ აქცია ბოროტმოქმედებმა ჩაშალეს. გაჩეჩილაძემ მომხდარში „შარლატანი მათხოვრები“ დაადანაშაულა. „ისინი რამდენიმე დღეა გვიტრიალებენ და წუწუნებენ, რომ ხალხი ჩვენი აქციის გამო მათ ფულს აღარ აძლევს“…- დაწერა გაჩეჩილაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.  მიუხედავად ინციდენტისა, ჟურნალისტი აქციის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0