თაღლითები ქველმოქმედებას ებრძვიან

© Sputnikშეჭირვებულთათვის ბუტერბროდები
შეჭირვებულთათვის ბუტერბროდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოეტმა და პროფესიით ჟურნალისტმა ქუჩაში ყუთი გამოიტანა 100 სენდვიჩით, რომელიც ყურადღებას წარწერით — „ვისაც შია, შეარგოს“ იპყრობს. რამდენიმე დღის შემდეგ უცნობმა პირებმა ამ მაგიდიდან პროდუქტები მოიპარეს და ნაგვის ურნაში გადაყარეს.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ღარიბებისთვის განკუთვნილი პროდუქტების მოპარვა, რომელიც აქციის „მადლი ქენის“ მონაწილეებმა წარმოადგინეს, თაღლით მათხოვრებს შეეძლოთ, მიიჩნევს პროექტის ორგანიზატორი, პოეტი და ჟურნალისტი დავით გაჩეჩილაძე.

გაჩეჩილაძემ 1 თებერვალს საქველმოქმედო აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ღარიბებისთვის პეკინის ქუჩაზე სენდვიჩებსა და სხვა საკვებს არიგებს. სპეციალურად ამისთვის მან „მადლიანი მაგიდა“ დადგა, საიდანაც საკვების აღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. უცნობმა პირებმა ამ მაგიდიდან პროდუქტები მოიპარეს და ნაგვის ურნაში გადაყარეს. ეს ახლომდებარე შენობებზე დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა.

ბუტერბროდები მშივრებისთვის - Sputnik საქართველო
„მადლი ქენი“: თბილისის ქუჩებში უპოვრებს აპურებენ

„შარლატანი მათხოვრები ცრუ სამკერდე ბეიჯებითა და ყულაბებით შეიარაღებულნი, რამოდენიმე დღეა გვიტრიალებენ და წუწუნებენ, რომ ხალხი ჩვენი აქციის გამო მათ ფულს აღარ აძლევს… ეს კი მათ ნდობის ხარისხს აქვეითებს და "ბიზნესს უფუჭებთ". თუ ასეა, ძალიან კარგი, ესე იგი, სულ მალე მათხოვრებს ქუჩაში ვეღარ ვიხილავთ“, — დაწერა გაჩეჩილაძემ კვირას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მიუხედავად „შარლატანების“ თხოვნისა, გაჩეჩილაძე თავისი პროექტის განვითარებას აპირებს.

ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, გაჩერებას არ ვაპირებთ და ხვალიდან პირიქით, სულ უფრო მეტი და მეტი ასეთი მადლიანი წერტილი გაჩნდება ქალაქის ყველა უბანში, ყველა მარკეტსა და სუპერმარკეტში შეიქმნება ასეთი კუთხეები სადაც, ვისაც შია რეალურად მიიღებს სარჩოს ღირსეულად ყოველგვარი მათხოვრობის გარეშე», — აღნიშნა მან.

„მადლიანი მაგიდიდან“ საკვების მოპარვის შემდეგ საქართველოს სსკ-ის მუხლის „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“ მიხედვით  სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

თბილისში შეჭირვებულთათვის საკვებს აგროვებენ - Sputnik საქართველო
თბილისში შეჭირვებულთათვის საკვებს აგროვებენ

გაჩეჩილაძის აქციის „მადლი ქენი“ მიზანი თბილისის ქუჩებში საკუთარი ძალებით უპოვართა დაპურებაა. მან აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი საკვებს ნაგვის ურნებში არ უნდა ეძებდეს. გარდა ამისა, მან კვების ობიექტებს აქციაში ჩართვისკენ მოუწოდა.

უახლოეს პერიოდში გაჩეჩილაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „მადლიანის“ დაფუძნებას აპირებს, რომელიც პროექტს „დააპურე საქართველო“ განახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0