„მადლი ქენი“: თბილისის ქუჩებში უპოვრებს აპურებენ

© FB / Давид Гачечиладзеბუტერბროდები მშივრებისთვის
ბუტერბროდები მშივრებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტმა-პოეტმა ქუჩაში გამოიტანა ყუთი 100 სენდვიჩით, რომელიც ყურადღებას წარწერით - „ვისაც შია, შეარგოს“ იპყრობს.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. დედაქალაქის ღარიბ მოსახლეობას აქციის „მადლი ქენი“ ფარგლებში შეუძლია სენდვიჩები უფასოდ მიირთვას. აქცია ჟურნალისტმა და პოეტმა დავით გაჩეჩილაძემ წამოიწყო.

ქველმოქმედებისთვის გაჩეჩილაძემ თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური — პეკინის ქუჩა შეარჩია. მან იქ გაიტანა ყუთი 100 სენდვიჩით, რომელიც ყურადღებას წარწერით — „ვისაც შია, შეარგოს“ იპყრობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის - Sputnik საქართველო
თბილისელ უსახლკაროთა პრობლემები: ღირსეული საცხოვრებლის უფლება

ბუტერბროდის აღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გაჩეჩილაძე თავადაც მიდიოდა მოწყალების მთხოვნელებთან და ქუჩის მუსიკოსებთან და მათ საკვებს სთავაზობდა. გულისყურიანი თბილისელები ამ კეთილ საქმეს შეუერთდნენ და საკვების მარაგს ავსებენ.

„აქცია დღეს წარმატებით დასრულდა. ადამიანები მოკრძალებითა და მადლიერებით ექცეოდნენ, ზოგიერთმა ორი ცალი ითხოვა, ზოგმა კი 10 უკითხავად აიღო, მაგრამ ღმერთმა ყველას შეარგოს. მთავარია, რომ დღეს რამოდენიმე ათეული ადამიანი დაპურდა, რამაც მოგვცა რწმენა, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ“, — აღნიშნა გაჩეჩილაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

თბილისში შეჭირვებულთათვის საკვებს აგროვებენ - Sputnik საქართველო
თბილისში შეჭირვებულთათვის საკვებს აგროვებენ

ფილანტროპმა უკვე განაცხადა, რომ აქცია მთელი კვირა გაგრძელდება.

ხვალიდან მინდა დავამატოთ ცხელი ჩაი, ყავა და კანფეტები. ვისაც გაქვთ თერმოსები, მოგვიტანეთ. გვჭირდება სულ უბრალო ნივთები: ერთჯერადი ჭიქები, კოვზები, ნატეხი შაქარი და ჩაის პაკეტები“, — მოუწოდებს ხალხს ქველმოქმედი.

გაჩეჩილაძის სურვილია, რომ ასეთი აქცია ყოველდღე გაგრძელდეს. მისი ჩანაფიქრით, თბილისის რამდენიმე რაიონში „მადლიანი მაგიდების“ დადგმაა საჭირო, სადაც საკვების მიტანა გაჭირვებულებისათვის ყველა მსურველს შეეძლება.


ყველა ახალი ამბავი
0