თბილისელ უსახლკაროთა პრობლემები: ღირსეული საცხოვრებლის უფლება

© photo: Sputnikარასამთავრობო ორგანიზაცია "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის"
არასამთავრობო ორგანიზაცია უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, ისნის ყოფილ სამხედრო ჰორსპიტალში 123 ბავშვი ცხოვრობს, რომელთაც ტელევიზორის ყურების, მეცადინეობის საშუალება არა აქვთ და იყინებიან, რადგანაც შენობაში არ არის წყალი, კანალიზაცია, დენი და გაზი.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზიის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ პრესკონფერენციაზე, რომელიც ოთხშაბათს, 23 დეკემბერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გაიმართა, საქართველოს დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროების პრობლემებზე იმსჯელეს. 

ბოლო ორ თვეში ორგანიზაციის ყურადღების სფეროში 120–ზე მეტი ოჯახი მოხვდა, რომლებიც ისანში ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, ერთი წლის წინ დევნილთა სამინისტრომ მათ გასახლების შესახებ აუწყა. მალე შენობაში შეწყვიტეს ელექტროენერგიის, წყლის მიწოდება, მწყობრიდან გამოიყვანეს კანალიზაცია. ყოფილ ჰოსპიტალში ამჟამად ლტოლვილების დაახლოებით 20 ოჯახი ცხოვრობს, დანარჩენი სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახებია. 

როგორც ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ პროექტების კოორდინატორი მადლენა ხუროშვილი აღნიშნავს, ისნის სამხედრო ჰოსპიტლის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, მაგრამ სარგებლობაში განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაეცა.

„სოზარ სუბარი, როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, ამ ადამიანების გამოსახლებისთვის სრულებით არაადეკვატურ ზომებს იღებს. ისინი, ფაქტობრივად, შუქისა და გაზის გარეშე არიან დარჩენილი. მათ კანალიზაცია გამოიყვანეს მწყობრიდან, რომ თავისას მიაღწიონ და გამოასახლონ. აუტანელი პირობების შექმნით სურთ აიძულონ ისინი, დატოვონ შენობა“, – აღნიშნა ხუროშვილმა. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, უწყებამ ამ 120 ოჯახს ორხევის საერთო საცხოვრებლის ორსართულია შენობა შესთავაზა, რომელიც 75 ოჯახზეა გათვლილი. ამასთან, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს შენობა საცხოვრებლად საერთოდ არ გამოდგება. ის მოწყვეტილია საგზაო ინფრასტრუქტურას, ახლოს კი არ არის არც სასურსათო მაღაზიები, არც სკოლები და საბავშვო ბაღები.

„ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნა ადგილობრივი ხელისუფლებისადმი არის ის, რომ ამ ადამიანებს, სანამ გაასახლებენ, ნორმალური ადამიანური პირობები შეუქმნან, რისი იმედიც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს“, – დაასკვნა მადლენა ხუროშვილმა.

როგორც ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის მცხოვრებმა, მღვდელმსახურმა ნიკოლოზ გუდაძემ განაცხადა, მათთვის შეთავაზებული ადგილი ორხევში საცხოვრებლად არ გამოდგება. ესაა ადრე ბოსტნეულის ყოფილი საწყობისთვის გარემონტებული შენობა, რომელიც გარედან ლამაზია, მაგრამ შიგნით აბსოლუტურად კეთილმოუწყობელია.

რია–ნოვოსტის პრეს–ცენტრი - Sputnik საქართველო
თბილისში უსახლკაროთა რიგები შეიძლება ხუთასზე მეტმა ადამიანმა შეავსოს

„ის ძალზე ლამაზია, როგორც ბარბის სახლი. ეს არის 75 ოჯახზე გათვლილი თაბაშირ–მუყაოს პლასტმასის სახლი, იქ არის წყალი, დენი, მაგრამ არ არის გათბობა. გარშემო უდაბნოა, უახლოეს პურის მაღაზიამდე  სადღაც ნახევარი კილომეტრია. როგორ უნდა წარმოიდგინო, რომ იქ ადამიანმა ტრანსპორტის გარეშე, ასეთ პირობებში იცხოვროს, უბრალოდ, გაუგებარია“, – განაცხადა გუდაძემ. 

ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ თავმჯდომარე თამარ იოვაშვილმა ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში მცხოვრებთა გარშემო არსებულ ვითარებას 21–ე საუკუნეში ანტიჰუმანიზმის ნამდვილი აქტი უწოდა. 

„ამ დროისთვის ისნის ჰოსპიტალში ადამიანის ყველა უფლება ირღვევა. მთავარი უფლება – ეს ღირსეული საცხოვრებლის უფლებაა. აბსოლუტურად ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი ელექტროსისტემა, წყლის გაყვანილობისა და კანალიზაციის სესტემები, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, სპეციალურად გამოიყვანეს მწყობრიდან. დაფიქრდით: 21–ე საუკუნეში ვცხოვრობთ. და დატოვო ადამიანები ამ ნახევრად დანგრეულ შენობაში საცხოვრებლად და თან – ასეთი არაადამიანური პირობები შეუქმნა – მიმაჩნია, რომ ეს რაღაც ფაშისტური, ანტიჰუმანიზმის აქტია“, – განაცხადა იოვაშვილმა. 

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებლებმა ორი თვის განმავლობაში არაერთხელ განაცხადეს თავიანთი პრობლემის შესახებ, მიმართეს ყველა შესაბამის ინსტანციას – რაიონის ადმინისტრაციას, მერიას, ლტოლვილთა სამინისტროს. მაგრამ პასუხი დღემდე არ მიუღიათ. 

„ყველგან რაღაც არაადეკვატური პასუხები ესმით, აბრალებენ ხან ერთ, ხან მეორე ადამიანს. მიგვაჩნია, რომ იქ რაღაც კორუფციული ინტერესები იკვეთება“, – ივარაუდა იოვაშვილმა.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, ისნის ყოფილ სამხედრო ჰორსპიტალში 123 ბავშვი ცხოვრობს, რომელთაც ტელევიზორის ყურების, მეცადინეობის საშუალება არა აქვთ და იყინებიან, რადგანაც შენობაში არ არის წყალი, კანალიზაცია, დენი და გაზი. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, თბილისში 2370 უსახლკარო ოჯახია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით – რამდენიმე ათეული ათასი.

მათი უფლებების დასაცავად და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ორგანიზაციამ უკვე მოამზადა კანონპროექტი „უსახლკაროთა შესახებ“, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სპეციალური მექანიზმის შექმნას, რომელიც სახელმწიფოს მიერ უსახლკარო ადამიანებისთვის გამყოფილ თანხებს გააკონტროლებს. დოკუმენტი პროექტის „უსახლკაროთა პირისპირ“ ფარგლებში შემუშავდა. 

ყველა ახალი ამბავი
0