აშშ თვალყურს ადევნებს ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

© photo: Sputnik / Руслан Кривобок / გადასვლა მედიაბანკშიპლაზმური ტელევიზორები საქართველოში
პლაზმური ტელევიზორები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ს ელჩი ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს, რადგან საელჩოს აინტერესებს მოვლენები რომელიც დაკავშირებულია თავისუფალი მედია-სივრცის განვითარებასთან საქართველოში.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik.ამერიკისა მთავრობა დაინტერესებულია საქართველოს დემოკრატიის წარმატებაში, ხოლო თავისუფალი მედია-სივრცე ამისათვის აუცილებელი პირობაა, უთხრა ჟურნალისტებს ამერიკის ელჩმა იან კელიმ ტელეკომპანია მაესტროს ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას. 

„მაესტრო“ მას მერე მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც მისმა მეწილეებმა სასამართლოში შეიტანეს საჩივარი. 

გადამღები ჯგუფი - Sputnik საქართველო
„მაესტროს“ გენდირექტორმა თანამდებობა დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის გამო დატოვა
 

"ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს დემოკრატიის წარმატება. წელს მნიშვნელოვანი წელიწადია, რადგან შემოდგომაზე არჩევნები ტარდება. ჩვენი პრიორიტეტია ასევე, რომ პოლიტკური სცენის ყველა მოთამაშის ხმა ისმინებოდეს მოსახლეობის მიერ, რაშიც მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საელჩო დაინტერესებულია მედიაგარემოსთან დაკავშირებული პროცესებით. ამიტომ ვითხოვეთ შეხვედრა "მაესტროს" ხელმძღვანელობასთან. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას. მოხარულები ვართ, რომ გარკვეულ მოთამაშეებთან გვქონდა შეხვედრა. გვსურს ვიხილოთ, რომ სრულად იყოს უზრუნველყოფილი ის, რასაც ვეძახით თანაბარ სათამაშო ველს", — განაცხადა იან კელიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში. 


ყველა ახალი ამბავი
0