საქართველოს სამხედრო გზა მსუბუქი ავტომობილებისათვის გაიხსნა

© Департамент автодорог Грузииაღდგა მოძრაობა საქართველოს სამხედრო გზაზე
აღდგა მოძრაობა საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო, საქართველოს სამხედრო გზა მთლიანად დაიკეტა კვირას. მძღოლებისა და მგზავრებისათვის სპეციალური გათბობის პუნქტები მოეწყო.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik.საქართველოს სამხედრო გზა მსუბუქი ავტომობილებისათვის გახსნილია, იტყობინება საინფორმაციო სააგენტი „რია ნოვოსტი“ ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურზე დაყრდნობით. 

გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო
უამინდობის გამო საქართველოს სამხედრო გზა დაკეტილია

საქართველოს სამხედრო გზა საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესების გამო, სრულად დაიკეტა კვირას 8:00 (მოსკ. დრ.) საათიდან. 

„გზაზე შეზღუდვაა დაწესებული სატვირთო მანქანებისა და  ავტობუსებისათვის 15:30 საათიდან“, — იტყობინება უწყების წარმომადგენელი. 

სამხედრო გზაზე ამ დროისათვის 95 მანქანაა გაჩერებული, მათგან 15 მსუბუქი, სულ 120 ადამიანი იმყოფება ტრანსპორტში, რომელთათვისაც სპეციალურად გასათბობი პუნქტი მოეწყო, — განაცხადა მან. 


ყველა ახალი ამბავი
0