თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაკეტილია, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზისგუდაური-კობის მონაკვეთზე, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თოვლის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურისა და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.
ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.