მედია: ლონდონი რუსეთისა და ნატოს შესაძლო კონფლიქტისთვის ემზადება

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშილონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი ბრიტანეთი ჯავშანტექნიკის შენაერთების იორდანიაში გადაყვანაზე იმუშავებს, მაგრამ მანევრები რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში იარაღისა და კონტინგენტის განთავსებაზეა მიმართული.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. დიდი ბრიტანეთი 1,6 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურესა და 300 ერთეულ ჯავშანტექნიკას იორდანიაში გადაიყვანს, სადაც წვრთნები Shamal Storm ჩატარდება, იუწყება „რია ნოვოსტი“ გაზეთ The Telegraph-ზე დაყრდნობით.

ლონდონი - Sputnik საქართველო
ტელეკომპანია BBC-მ რუსეთისა და ნატოს კონფლიქტის სცენარი წარმოადგინა

წვრთნების მეშვეობით ბრიტანული არმია დედამიწის ნებისმიერ წერტილში არსებულ კრიზისის ზონაში შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის გადასაგზავნად ლოგისტიკური სქემების შემუშავებას გეგმავს.

„წვრთნები Shamal Storm, რუსეთისა და ნატოს კონფრონტაციის შემთხვევაში, შეიძლება ბრიტანული შეიარაღებული ძალების დიდი კონტინგენტის აღმოსავლეთ ევროპაში გადასროლის უნარ-ჩვევების შემუშავება გახდეს“, — განუცხადა The Telegraph-ს ანონიმურმა წყარომ დიდი ბრიტანეთის არმიაში.

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მანევრები სირიის მოსაზღვრე იორდანიაში ჩატარდება, გაზეთის თანამოსაუბრე უარყოფს, რომ ეს წვრთნები რაიმე სახით შეიძლება დიდი ბრიტანეთის „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდებოდეს.

 „ეს წვრთნები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართული არ არის. პირიქით, ჩვენ უფრო აშშ-თან მიერთებისთვის უკრაინაში ვემზადებით და არა სირიაში“, — განუცხადა გამოცემას ანონიმურმა წყარომ შეიარაღებულ ძალებში.

ყველა ახალი ამბავი
0