თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. შაბათს ტაივანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37-ს მიაღწია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „სინხუაზე“ დაყრდნობით.
26 ოქტომბერი 2015, 16:16
სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა შორის სულ მცირე ათი ბავშვია.
მაშველებმა ორშაბათს დილით ცოცხალი ქალი და მამაკაცი იპოვეს, რომლებიც ნანგრევებში 50 საათზე მეტხანს იყვნენ. ამჟამად მაშველები ნანგრევებიდან კიდევ 100-ზე მეტი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, კუნძულ ტაივანის სამხრეთ ნაწილში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ქალაქ იუიცზის სამხრეთით, 25 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა ათეულობით კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ყველაზე მეტად მიწისძვრისგან ქალაქი ტაინანი დაზარალდა.