ცნობა – 2015 წლის ყველაზე დიდი მიწისძვრები

გამოწერა
ავღანეთში ორშაბათს, ადგილობრივი დროით 14:09 საათზე, 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ავღანეთში ორშაბათს, ადგილობრივი დროით 14:09 საათზე, 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

წარმოგიდგენთ 2015 წელს მსოფლიოში მომხდარი დიდი მიწისძვრების შესახებ ინფორმაციას.

ავღანეთში 26 ოქტომბერს, ქალაქ ჟარმიდან სამხრეთ-დასავლეთით  7,5 მაგნიტუდისსიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა პაკისტანში, ინდოეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. მიწისძვრის შედეგად პაკისტანში 13 ადამიანი დაიღუპა, ავღანეთში — 5, დაშავდა 55 ადამიანი.

21 ოქტომბერს 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა წყნარ ოკეანეში, კუნძულოვანი სახელმწიფო ვანუატუს ნაპირებთან მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ პორტ-ორლიდან ჩრდილო აღმოსავლეთით 46 კილომეტრში იყო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ცუნამის საფრთხეზე განცხადება არ ყოფილა.

7 ოქტომბერს 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ავღანეთში, ყაზახეთის ალმათიდან სამხრეთ-დასავლეთით, 944 კილომეტრში დაფიქსირდა.

24 სექტემბერს ინდონეზიის სანაპიროზე, დასავლეთ პაპუას პროვინციაში 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად 62 ადამიანი დაშავდა, დაახლოებით 200 სახლი დაინგრა.

16-17 სექტემბრის ღამეს 8,4მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჩილეს სანაპიროზე, ქალაქ ილიაპელიდან ჩრდილო დასავლეთით მოხდა. მას შემდგომი, 6,4 მაგნიტუდის ბიძგები მოჰყვა. ჩილეს საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა სამსახურმა ცუნამის 4,5 მეტრიანი ტალღების შესახებ განაცხადა, რომელიც ქალაქ კოკიმბოს დაატყდა თავს. დაახლოებით 1 მლნ ადამიანი ევაკუირეული იყო.

სტიქიური უბედურების შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, 6 — უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მომდევნო დღეებში ჩილეს ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე მიწისძვრა დაფიქსირდა.

16 ექტემბერს ინდონეზიაში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 13 სექტემბერს მექსიკის სანაპიროებთან, სინალოას შტატში მოხდა. ქვეყნის ხელისუფლებას მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

15 აგვისტოს 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა წყნარ ოკეანეში, სოლომონის კუნძულებზე მოხდა. მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა, ასევე ცუნამის საფრთხე არ გამოუწვევია.

12 აგვისტოს სოლომონის კუნძულებზე 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლისა და ასევე ცუნამის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

10 აგვისტოს, ასევე სოლომონის კუნძულებზე 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

29 ივლისს 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა ამერიკის შტატ ალასკის სამხრეთით მოხდა. შესაძლო ნგრევისა და ცუნამის საფრთხის შესახებ განცხადება არ გავრცელებულა.

28 ივლისს მიწისძვრა ინდონეზიაში მოხდა, რომლის მაგნიტუდა 7,0 იყო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

27 ივლლისს 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა ალასკას შტატში მოხდა, ცნობები ნგრევისა და ცუნამის შესახებ არ ყოფილა.

6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა 26 ივლისს ინდონეზიის კუნძულ იავაზე. ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის თაობაზე არ გავრცელებულა.

18 ივლისს მიწისძვრა მოხდა წყნარ ოკეანეში, სოლომონის კუნძულების რაიონში, სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდა იყო. მსხვერპლი და ნგრევა მიწისძვრას არ გამოუწვევია.

16 ივლისს 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა კარიბის ზღვაში, კუნძულოვანი სახელმწიფო ბარბადოსის სანაპიროებთან. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

10 ივლისს მიწისძვრა მოხდა სოლომონის კუნძულების რაიონში, სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდა იყო. მსხვერპლი და ნგრევა მიწისძვრას არ გამოუწვევია.

7 ივლისს იაპონიის ჩრდილოეთით, კუნძულ ჰოკაიდოს აღმოსავლეთით 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სამ ბალამდე ბიძგები იგრძნობოდა ცხრა პრეფექტურაში. ატომური ელექტროსადგურის მუშაობაში შეფერხებებს ადგილი არ ჰქონია, ასევე არ იყო მსხვერპლი და ნგრევა.

ტონგას სამეფოს ნაპირებთან 6 ივლისს 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ მონაცემები არ გავრცელებულა.

3 ივლისს 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ ხოტანიდან 164 კილომეტრში მოხდა. ჩინეთის სეისმოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 6,5 მაგნიტუდა იყო. სტიქიური უბედურების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, 48 — დაშავდა, დაზიანდა დაახლოებით 88 სახლი, ელექტროენერგიის მიწოდების დაახლოებით 17 საბაზისო სადგური დაზიანდა. 

 

25 ივნისს 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრამოხდა წყნარ ოკეანეში, ახალი ზელანდიის არქიპელაგ კერმადეკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. 

25 ივნისს 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა ალასკას შტატში.

20 ივნისს ჩილეს სანაპიროებთან 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

12 ივნისს, ტონგას სამეფოს სანაპიროებზე 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

8 ივნისს 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა იაპონიაში, აომორის პრეფექტურაში.

ძლიერი, 8,5 მაგნიტუდის მიწისძვრა იაპონიაში 30 მაისს მოხდა. ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში, ოგასავარის კუნძულებთან იყო. ბიძგები ტოკიოში და თითქმის მთელს იაპონიაში იგრძნობოდა. რამდენიმე საათში 6,4 მაგნიტუდის ბიძგები გამეორდა. 

29 მაისს 6,8 მაგნიტუდის იწისძვრა დაფიქსირდა ალასკას შტატის სანაპიროებთან.

23 მაისს 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა სოლომონის კუნძულებთან წყნარ ოკეანეში.

6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა 13 მაისს იაპონიის კუნძულ ჰონსიუსთან დაფიქსირდა.  მიწისძვრის ეპიცენტრი ივატეს პრეფექტურაში, ქალაქ ოფუნატოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 19 კილომეტრში იყო.

30 აპრილს 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა პაპუა-ახალი გვინეის კუნძულ ახალ ბრიტანეთში. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა 28 აპრილს ფიჯის კუნძულების რაიონში, წყნარ ოკეანეში. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

25 აპრილს დამანგრეველი, 7,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ნეპალში. ეპიცენტრი კატმანდუდან ჩრდილო-დასავლეთით, 82 კილომეტრში იყო. ამას მომდევნო დღეს გამეორებითი ბიძგების სერია მოჰყვა. ორ კვირაში ქვეყანას კიდევ ერთი მძლავრი — 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაატყდა თავს — კატმანდუდან აღმოსავლეთით 76 კილომეტრში. ამის შემდეგ  კიდევ რამდენიმე მიწისძვრა მოხდა, ყველაზე მძლავრი ბიძგების მაგნიტუდა 6,3 იყო. სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა დაახლოებით 9 ათასი ადამიანი, დაშავდა — 22 ათასზე მეტი.

30 მარტს პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროებთან 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ნახევარი მეტრი სიმაღლის ცუნამი დაფიქსირდა.

18 მარტს ინდონეზიიდან აღმოსავლეთით, მოლუკის ზღვაში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

22 თებერვალს 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მექსიკის დასავლეთ სანაპიროებთან მოხდა.

19 თებერვალს წყნარ ოკეანეში, ვანუატუს სანაპიროებთან 6,5 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.

17 თებერვალს 6,9 და 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა იაპონიაში, ივატესა და აოიამას პრეფექტურებში.  ბიძგები 18 პრეფექტურაში იგრძნობოდა. 

11 თებერვალს 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა ჩილესა და არგენტინს საზღვარზე მოხდა.

ვანუატუს სანაპიროებთან 23 იანვარს 7,0 და 30 იანვარს — 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა. 


ყველა ახალი ამბავი
0