სომხეთის ცენტრობანკი საბანკო ზედამხედველობის ქართულ მოდელს სწავლობს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის ცენტრობანკის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილებას გაეცნენ საბანკო ზედამხედველობის რეფორმირების სფეროში.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეფორმებსა და გამოცდილებას ეცნობა საბანკო ზედამხედველობის სფეროში, — ნათქვამია ეროვნული ბანკის პრესრელიზში. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
ევროკავშირმა და სსფ -მა პრეზიდენტის კანონპროექტს სებ-ის შესახებ მხარი დაუჭირეს

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივმა მისიამ „ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის“ (FSAP) ფარგლებში  ძალზედ პოზიტიური დასკვნა გამოაქვეყნა. 

„საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა, 2006 წელს გაკეთებული ბოლო შეფასების შემდეგ, ყველა მიმართულებით რადიკალურადაა გაუმჯობესებული“, —წერია მისიის ანგარიშში. 

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა საკმაოდ მოწინავე საზედამხედველო მიდგომა და ინსტრუმენტები. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა საზედამხედველო ჩარჩო. გვსურს მომავალშიც გავაგრძელოთ გამოცდილებების გაზიარება, რაც ორივე მხარეს დაგვეხმარება რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო სისტემის უფრო ეფექტურად განვითარებაში“, — განაცხადა სომხეთის ცენტრალური ბანკის რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის პროექტის მენეჯერმა დევიდ ბაბასიანმა.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს და სომხეთს მსგავსი გამოწვევები აქვთ ფინანსური ინსტიტუტების რეგულირებასა და ზედამხედველობაში და ამდენად ეს შეხვედრა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.

ქართული საზედამხედველო მოდელის გასაცნობად საქართველოს ეროვნულ ბანკში უკვე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ცენტრალური ბანკის დელეგაციები.


ყველა ახალი ამბავი
0