ევროკავშირმა და სსფ -მა პრეზიდენტის კანონპროექტს სებ-ის შესახებ მხარი დაუჭირეს

© Photo: courtesy of International Monetary Fundსაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდება, ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება საფრთხის წინაშე დადგეს, აღნიშნა აბაშიშვილმა.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მხარი დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტისადმინისტრაციის მიერ მომზადებულ  ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც  საფინანსო ზედამხედველობის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დატოვებას და მისი დამოუკიდებლობის გაძლიერებას გულისხმობს, განაცხადა ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.

მანამდე მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ კანონში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ვეტოს უფლებას გამოიყენებდა. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი უკვე დაამტკიცა და ამ ეტაპზე პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

„ევროკავშირიდან საქართველოს ადმინისტრაციაში შემოსულ წერილში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადია და შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს, არსებული სისტემის დამოუკიდებლობისა და მმართველობის გაძლიერებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებულ წერილში კი აღნიშნულია, რომ ფონდი არ არის შემოთავაზებული ცვლილებების წინააღმდეგი“, — განაცხადა აბაშიშვილმა პრესკონფერენციაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს შემოთავაზებულ  ცვლილებებს, რადგან აღნიშნულის მიხედვით საფინანსო ზედამხედველობა რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, რაც თავსებადია ფონდის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიცემულ რჩევებთან, აღნიშნა მრჩეველმა.

თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდება, ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება საფრთხის წინაშე დადგეს, აღნიშნა აბაშიშვილმა.

 „საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბევრი შენიშვნის გათვალისწინებისა, მოუგვარებელი დარჩა ფუნდამენტური საკითხები და ამ პირობების შეუსრულებლობამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რაც შეუთავსებელი იქნება საერთაშორისი სავალუტო ფონდის მიზნებთან და გაართულებს მორიგი პროგრამის წარმატებით მიმოხილვას“, —  განაცხადა აბაშიშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0