საპატრიარქო შს მინისტრს ლგბტ პირების უფლებადამცველისთვის დაცვის გამოყოფას სთხოვს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატის ქმედებები მიუღებელია ეკლესიისთვის, თუმცა ასევე დაუშვებელია მის მიმართ ნებისმიერი ძალადობა, — აცხადებს საქართველოს საპატრიარქო.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის  ოფიციალური განცხადებით მიმართავს, გამოუყოს ლგბტ პირების უფლებადამცველ გიორგი ტატიშვილს დაცვა. 

შეგახსენებთ: ტატიშვილმა სარჩელი შეიტანა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მოითხოვა, რის შემდეგაც, ადვოკატის თქმით, მუქარა და ზეწოლა გახშირდა. მან არაერთხელ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, უზრუნველეყო მისი უსაფრთხოება.

„ჩვენ თხოვნით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გაითვალისწინოს მდგომარეობა და უსაფრთხოების მიზნით, დროებით გამოყოს დაცვა“, — ნათქვამია განცხადებაში. 

მეტეხის ტაძარი - Sputnik საქართველო
დეკანოზი დავით შარაშენიძე: ლგბტ პირები მოსახლეობას ევროკავშირის წინააღმდეგ განაწყობენ

საპატრიარქოში შენიშნავენ, რომ ტატიშვილის ქმედებები  მიუღებელია ქართული ეკლესიისთვის, მით უმეტეს, ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, მაგრამ ასევე „დაუშვებელია ძალადობრივი ქმედებები“ ლგბტ პირების უფლებადამცველის მიმართ. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, მიუხედავად ეროვნებისა და რწმენისა, უკიდურესად უარყოფითადაა განწყობილი ერთსქესიანთა ქორწინებისადმი. სწორედ ამიტომ, გარკვეულმა ძალებმა შესაძლოა ისარგებლონ აღნიშნული მდგომარეობით და საფრთხე შეუქმნან ტატიშვილის სიცოცხლეს.  


ყველა ახალი ამბავი
0