არაბეთის გაერთიანებული საამიროები სირიაში სახმელეთო ჯარების გასაგზავნად მზადაა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიდუბაი
დუბაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არაბეთის გაერთიანებული საამიროების პოზიცია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ–ის მეთაურობით შექმნილ კოალიციაშ შედის, იმაში მდგომარეობს, რომ კამპანიაში სახმელეთო ძალების გამოყენება მოიაზრება.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არიან სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისათვის სახმელეთო ჯარების გაგზავნონ. 

„ჩვენი პოზიცია იმგვარია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია სახმელეთო ძალების გამოყენებას ითვალისწინებს“, — ციტირებს „როიტერი“ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანვარ ქარქაშის სიტყვებს. 

სირია - Sputnik საქართველო
არეშიძე: „სირიასთან დაკავშირებით ჯერ დასავლეთმა და რუსეთმა უნდა მოილაპარაკონ“
  

„ჩენ ვსაუბრობთ სამხედრო ძალებზე, რომლებიც სახმელეთო წინსვლას ჩაუდგება სათავეში და აგრეთვე იმათზე, ვინც მათ მხარდაჭერას უზრუნველყოფს“, — აღნიშნა მინისტრმა. 

ამასთან მან აღნიშნა, რომ „საუბარი არ არის ათასობით ჯარისკაცზე“, და რომ აშშ–ის პოზიცია ამ საკითხში აუცილებელი პირობაა საამიროების მიერ გადადგმული ნაბიჯებისთვის. 

ჰესბოლას მებრძოლი - Sputnik საქართველო
გაეროს გენერალური მდივანი სირიის ომში საერთაშორისო თანამეგობრობას ადანაშაულებს

საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა აჰმედ ასირიმ მანამდე განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა გაგზავნოს სირიაში სახმელეთო ჯარები იმ პირობით, თუ მას აშშ–ის მეთაურობით მოქმედი  კოალიცია შეათანხმებს.  ხოლო ტელეკომპანია CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ საუდის არაბეთი და მისი მოკავშირე არაბული ქვეყნები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ უკვე ამზადებდნენ 150 ათას სამხედროს.

ყველა ახალი ამბავი
0