ზუგდიდელი მამაკაცი იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს

© photo: Sputnikიარაღი
იარაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩხრეკისას ზუგდიდელ მამაკაცს პოლიციელებმა „ა–კა–ესის“ ტიპის ავტომატი აღმოუჩინეს.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა ზუგდიდში 1987 წელს დაბადებული ზაალ ა. დააკავეს, რომელსაც ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა ედება ბრალად, — იუწყება შსს–ის პრესსამსახური. 

იარაღი - Sputnik საქართველო
თბილისში იარაღის არსენალი აღმოაჩინეს

სამართალდამცავებმა ზაალ ა.-ს სახლის ჩხრეკისას „ა–კა–ესის“ ტიპის ავტომატი და ერთი მჭიდი აღმოაჩინეს. 

დაკავებულმა ბრალი აღიარა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის თანახმად მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების კანონსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას ითვალისწინებს. 


ყველა ახალი ამბავი
0