ირანს სომხეთისთვის გაზის მოცულობის გახუთმაგება შეუძლია

© photo: Sputnik / Stringerგაზკომპრესორის სადგური, არქივის ფოტო
გაზკომპრესორის სადგური, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწოდებული გაზის მოცულობის გაზრდის საკვანძო ფაქტორად შესაძლოა ახალი ელექტროგადამცემი ხაზების აგება გახდეს, რომლებიც სომხეთისა და ირანის ენერგოსისტემებს დააკავშირებს. სომხეთი ირანს ელექტროენერგიას გაზის სანაცვლოდ აწვდის.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ირანი სომხეთში გაზის ექსპორტის ხუთმაგად გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს, — განაცხადა ირანის გაზის ექსპორტის ეროვნული კომპანიის დირექტორმა ალირეზა ქამელიმ. 

„[ირანსა და სომხეთს შორის] ერთობლივი შეთანხმების საფუძველზეც კი არსებობს მისაწოდებელი გაზის მოცულობის დღეში ხუთ მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდის შესაძლებლობა“, — აღნიშნა ქამელიმ. 

გაზსადენი - Sputnik საქართველო
გაზსადენი ირანიდან სრულად დააკმაყოფილებს სომხეთის მოთხოვნებს

ამ დროისათვის ირანი ყოველდღიურად ერთ მლნ კუბურ მეტრ გაზს აწვდის სომხეთს. მიწოდებული გაზის მოცულობის გაზრდის საკვანძო ფაქტორად შესაძლოა ახალი ელექტროგადამცემი ხაზების აგება გახდეს, რომლებიც სომხეთისა და ირანის ენერგოსისტემებს დააკავშირებს, — მიაჩნია კომპანიის დირექტორს. 

ირანმა და სომხეთმა 2015 წელს გააფორმეს ხელშეკრულება მესამე ელექტროგადამცემი ხაზის აგების თაობაზე, რომელიც ორი ქვეყნის ენერგო სისტემებს დააავშირებს. 

გაზსადენი - Sputnik საქართველო
საქართველო ირანიდან გაზის დიდ მოცულობას ვერ მიიღებს

კონტრაქტის ღირებულება 107 მლნ ევროა და ორი წლის განმავლობაში 275 კმ სიგრძის გადამცემი ხაზის აგებას ითვალისწინებს. რაც, თავის მხრივ, ურთიერთმიწოდების მოცულობას სამჯერ გაზრდის. 

ირანს იმედი აქვს, რომ აღნიშნული პროექტის მეშვეობით საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემებს მიუერთდება. 


ყველა ახალი ამბავი
0