ქართველებისა და აზერბაიჯანელების მეექვსე შეხვედრა

გამოწერა
აზერბაიჯანში რიგით მეექვსე „აზერბაიჯანელებისა და ქართველების ძმობის დღე“ აღინიშნა. წელს ღონისძიებაში საქართველოსა და აზერბაიჯანის ახალგაზრდობა მონაწილეობდა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ქართული სტრუქტურების ლიგამ აზერბაიჯანში, ათწლიანი პროექტის ფარგლებში, შაბათს რიგით მეექვსე „აზერბაიჯანელებისა და ქართველების ძმობის დღე“ აღნიშნა. "Sputnik აზერბაიჯანს" ლიგაში აცნობეს, რომ ღონისძიება ორ ნაწილად იყო გაყოფილი, შესაბამისად, საქართველოშიც ჩატარდა და აზერბაიჯანშიც.  

საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში დაგეგმილია ქართველი პოეტის, ლაშა გახარიას ხსოვნის უკვდავყოფისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და ასევე ქართველი და აზერბაიჯანელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენები. 

თბილისი - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანი და საქართველო მტკვრის გამოყენების საკითხს დაარეგულირებენ

ქართული სტრუქტურების ლიგა აზერბაიჯანში 2005 წელს დაარსდა. საქმიანობის განმავლობაში ორგანიზაციამ არაერთი პროექტი შეიმუშავა პარტნიორებთან ერთად.  2011 წლიდან გადაწყდა, რომ ყურადღება კონცენტრირებული ყოფილიყო უფრო მეტად მნიშვნელოვან მიმართულებაზე, კერძოდ, ორ ქვეყანას შორის მეგობრობის განმტკიცებაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „აზერბაიჯანელთა და ქართველთა ძმობის დღე“, რომელიც 6 თებერვალს მორიგეობით იმართება — ერთ წელს საქართველოში, მეორე წელს აზერბაიჯანში. 


ყველა ახალი ამბავი
0