აზერბაიჯანი და საქართველო მტკვრის გამოყენების საკითხს დაარეგულირებენ

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო აპირებს მიუერთდეს ჰელსინკის კონვენციას ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსებისა და საერთაშორისო ტბების დაცვისა და გამოყენების შესახებ.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik.აზერბაიჯანი და საქართველო ხელს მოაწერენ დოკუმენტს მდინარე მტკვარის წყლის რესურსების გამოყენების შესახებ, ამის შესახებ „სპუტნიკ აზერბაიჯანი“,  სს Azersu „სუკანალის“ (წყალკანალის) დირექტორის მოადგილე ადიშირინ ალეკპეროვზე დაყრდნობით იტყობინება. 

 მისი თქმით აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც რატიფიცირება გაუკეთა  ჰელსინკის კონვენციას ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსებისა და საერთაშორისო ტბების დაცვისა და გამოყენების შესახებ. 

„ჩვენ ძალიან გვაწუხებს მდინარეების მტკვრისა და არაზის დაბინძურების საკითხი. მიზეზი, რომლის გამოც რეგიონის სხვა ქვეყნებმა არ მოახდინეს ამ  კონვენციის რატიფიცირება, იმაშია, რომ რატიფიცირების შემთხვევაში ისინი ვალდებულნი იქნებიან არ დაუშვან ამ მდინარეების დაბინძურება“, — განაცხადა ალეკპეროვმა. 

ამ საკითხში საქართველოსთან არის წინსვლა, ქვეყანა აპირებს შეუერთდეს კონვენციას. აზერბაიჯანმა და საქართველომ მოამზადეს დოკუმენტი მტკვრის წყლის რესურსების გამოყენების შესახებ, რომელიც მალე იქნება ხელმოწერილი, აღნიშნა ალეკპეროვმა. 


ყველა ახალი ამბავი
0