საქართველოს რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ეწვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერას გეგმავს.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ვალერიუ შტეფან ზგონეა საქართველოს 7 თებერვალს ეწვევა და უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს, — იუწყება ქართული მედია საქართველოს პარლამენტზე დაყრდნობით. 

ორი დღის განმავლობაში ზგნოია, დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვდება სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქ ილია მეორეს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს. 

Эсминец ВМС Великобритании - Sputnik საქართველო
რუმინეთის, აშშ-ს, თურქეთისა და უკრაინის გემებმა შავი ზღვაში სწავლებები გამართეს

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერას გეგმავს. 

რუმინელი სტუმრები დაათვალიერებენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურსა და ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობებს. 

რუმინეთის დელეგაცია ქვეყანას 9 თებერვალს დატოვებს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0