გუდაურში სამხედროებისათვის შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს

© თავდაცვის სამინისტროს გვერდიგუდაურში სამხედროებისათვის შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს
გუდაურში სამხედროებისათვის შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ ჯარისკაცებთან ერთად გუდაურში იმყოფებიან თურქეთიდან, ლატვიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მოვლენილი სამხედროები, რომელთაც სწავლება თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში გაიარეს.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. გუდაურში საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. 

„ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) მიმდინარე კურსის მთავარ მიზანს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროების მიერ, თოვლიან რელიეფზე სამთო ტექნიკის დახვეწა და ინსტრუქტორის დონეზე გადმოცემა წარმოადგენს, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად თურქეთიდან, ლატვიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მოვლენილმა სამხედროებმა სწავლება თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში გაიარეს. კურსის ფარგლებში მათ ისეთი ამოცანები შეასრულეს, როგორიცაა გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. მსმენელებს საძებნი ხელსაწყოს A8 გამოყენებით ზვავში მოყოლილი ადამიანის აღმოჩენაც მოუწიათ.

როგორც კურსში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა აღნიშნეს, მათ სწავლების დროს სამთო ტექნიკა დახვეწეს, მიღებული ცოდნა კი საკუთარ ქვედანაყოფებში გამოადგებათ.

ქართული არმია - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრო: ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიებისთვის მზად არიან

„თურქეთის შეიარაღებული ძალების სამთო ქვედანაყოფში ვმსახურობ. ის სამთო უნარ-ჩვევები, რაც აქ შევისწავლე ჩემს ქვეყანაში გამომადგება. ამ კურსმა ნამდვილად დიდი გამოცდილება მომცა,“ — ციტირებს თურქეთის შეიარაღებული ძალების სამთო ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურემ, მთავარმა სერჟანტ ბულატ ზენგინმას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის პირველი ეტაპი ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე გაიმართა, სადაც სამხედროებმა მთიან რელიეფზე საშტატო იარაღიდან სროლის ტექნიკა დახვეწეს. სროლების დროს მათ მზის მდგომარეობის, ზღვის დონიდან სიმაღლის, ქარის მიმართულებისა და სიჩქარის, ასევე ტენიანობის გათვალისწინება მოუხდათ.

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 12 თებერვალს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0