თბილისში გერმანიისა და საქართველოს რაგბის ნაკრებები მატჩს გამართავენ

© facebook.com/OfficialGeorgiaRugbyსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი რაგბისტები ევროპის ერთა თასის პირველ მატჩს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ დღეს თბილისში ავჭალის სტადიონზე გამართავენ.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. დღეს ავჭალის სტადიონზე საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის ევროპის ერთა თასის გათამაშება შედგება.  მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. 

"რა გასაკვირია, რომ ჩვენ გამარჯვება გვსურს — გვინდა ამ ტურნირზე მოგებების სერია განვაგრძოთ. მართალია ამ ტურნირს ჩვენთვის საკვალიფიკაციო ხასიათი აღარ აქვს, თუმცა რათქმაუნდა მაინც გვინდა მისი მოგება. ამასთან, გვინდა რომ სანახაობრივი რაგბი ვითამაშოთ და ეს შესაძლებლობა განვითარებისთვის გამოვიყენოთ", — თქვა საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ინტერვიუში, რომელსაც საქართველოს რაგბის კავშირი აქვეყნებს.

ბილეთები სტადიონის სალაროებში იყიდება. ფასი 5 ლარია. ბილეთებზე ადგილების ნომრები არ არის დატანილი, ამიტომ საქართველოს რაგბის კავშირი გულშემატკივრებს მოუწოდებს დროულად მოვიდნენ, რომ  სტადიონზე კარგი ადგილები დაიკავონ. 
რაგბი - Sputnik საქართველო
საქართველო-გერმანიის რაგბის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

აღსანიშნავია, რომ ქართველო მორაგბეები სტადიონზე ახალი ფორმით გამოვლენ. ორი დღის წინ მათ გენერალური სპონსორი გამოიცვალეს და შესაბამისად წინა სპონსორის VTB ბანკის ლოგოს ნაცვლად, ქართველო რაგბისტა მაისურებს ახალი —  TBC ბანკის ლოგო დაამშვენებს.

საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრებმა სპონსორი გამოიცვალა
 

მიმდინარე წელს საქართველოს რაგბის ნაკრები ევროპის ერთა თასის ფარგლებში 5 შეხვედრას გამართავს. სამი თამაში თბილისში შედგება: გერმანიასთან 6 თებერვალს, ესპანეთთან 27 თებერვალს, რუმინეთთან 19 მარტს. ხოლო გასვლითი თამაშები — 13 თებერვალს პორტუგალიასთან და 12 მარტს რუსეთთან. 


ყველა ახალი ამბავი
0