თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. დაიწყო ბილეთების გაყიდვა რაგბის მატჩზე საქართველოსა და გერმანიას შორის ევროპის ერთა თასის ფარგლებში, იტყობინება საქართველოს რაგბის კავშირი.
ბილეთები გაიყიდება 12:00-დან 19:00-მდე თბილისის დროით თბილისის „ავჭალის“ სტადიონზე. ბილეთის ფასი 5 ლარია. ბილეთებზე ადგილების ნომრები არ არის დატანილი, ამიტომ საქართველოს რაგბის კავშირი გულშემატკივრებს მოუწოდებს დროულად მოვიდნენ, რომ სტადიონზე კარგი ადგილები დაიკავონ.
საქართველოსა და გერმანიის ნაკრებს შორის თამაში 6 თებერვალს 14:00 საათზე დაიწყება.
მიმდინარე წელს საქართველოს რაგბის ნაკრები ევროპის ერთა თასის ფარგლებში 5 შეხვედრას გამართავს. სამი თამაში თბილისში შედგება: გერმანიასთან 6 თებერვალს, ესპანეთთან 27 თებერვალს, რუმინეთთან 19 მარტს. ხოლო გასვლითი თამაშები — 13 თებერვალს პორტუგალიასთან და 12 მარტს რუსეთთან.