ხუხაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭო არასერიოზული ორგანოა

© Facebook / Gia Khukhashviliგია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციონირება კონსტიტუციით გათვალისწინებული არ არის და რომ ეს „ხელოვნურად შექმნილი გაუგებარი ორგანოა“.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც საქართველოს მთავრობასთან ფუნქციონირებს — არაკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული არაკონსტიტუციური ორგანოა, — განაცხადა Sputnik-თან საუბარში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. 

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ
 

სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭო ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა, რომლის პრეზიდენტთან ურთიერთობებიც მთლად მოწესრიგებული არ იყო. ღარიბაშვილმა, რომელიც არ ესწრებოდა ხოლმე პრეზიდენტთან არსებულ უშიშროების საბჭოს სხდომას, ფაქტობრივად ანალოგიური ორგანო შექმნა მთავრობაში. მან თავად დაიქვემდებარა ეს უწყება და პრეზიდენტის გარეშე წყვეტდა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებს. 

„ეს ინსტიტუტი ძალიან არასერიოზული და არკვალიფიციურია, იმიტომ რომ ამ ინსტიტუტში ის (ღარიბაშვილი), როგორც წესი, საკუთარ პროტეჟეებს ასაქმებდა, რომელთა კვალიფიკაცია უკეთესის სურვილს ტოვებდა… არსებობდა ასეთი დაუდევარი მიდგომა. კონსტიტუციით მხოლოდ (პრეზიდენტთან არსებული) უშიშროების საბჭოა გაწერილი, რაღაც კრიზისების მართვის საბჭოზე კი სიტყვა არაა ნათქვამი. ეს ხელოვნურად შექმნილი, გაუგებარი ორგანოა“, — განაცხადა ხუხაშვილმა. 

ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ახალი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი 29 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო, რის შემდეგაც მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ზემოხსენებულ ორ უწყებას გააერთიანებენ. 

თუმცა მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში ორი, ერთი შეხედვით, ერთნაირი სტრუქტურის ფუნქციონირების აუცილებლობა განმარტეს. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნეს თანამშრომლობის აუცილებლობა იმ შემთხვევაში, თუ კრიზისი საგანგებო ვითარებაში გადაიზრდება და ხელისუფლების ორივე შტოს ერთობლივი მუშაობა გახდება საჭირო. 


ყველა ახალი ამბავი
0