საქართველოს პოლიცია ევროპოლთან თანამშრომლობას იწყებს

გამოწერა
მიმდინარე წელს ხელი მოეწერება შეთანხმებას „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“, რაც მნიშვნელოვნად გააფართოვებს საქართველოს შესაძლებლობებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის კუთხით.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ქართული პოლიცია ევროპოლან თანამშრომლობას იწყებს. შეთანხმებას „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ მიმდინარე წელს მოეწერება ხელი, — ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. 

ინფორმაცის თანახმად, ჰააგაში, ევროპოლის შტაბბინაში შეთანხმების ტექსტის შეჯერების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც საქართველოს მხრიდან  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.

Грузия флаг - Sputnik საქართველო
საქართველოს რკინიგზის მგზავრთა საბუთებს სადახლოში ინტერპოლის სპეციალური აპარატით შეამოწმებენ

„ევროპოლის ერთობლივმა სამეთვალყურეო ორგანომ მოიწონა და დაამტკიცა საქართველოს შესახებ პოზიტიური ანგარიში, რამაც მხარეებს შესაძლებლობა მისცა, დაეწყოთ მოლაპარაკებები თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ტექსტის შეჯერების მიზნით“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო ევროპოლის შტაბ–ბინაში თავის მეკავშირე ოფიცერს მიავლენს და ევროპოლთან, როგორც ოპერატიულ, ასევე არაოპერატიულ დონეზე ითანამშრომლებს. 

შეთანხმების დადება, ასევე, მნიშვნელოვნად გააფართოვებს საქართველოს შესაძლებლობებს საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, — თვლიან შსს-ში. 


ყველა ახალი ამბავი
0