საქართველოს რკინიგზის მგზავრთა საბუთებს სადახლოში ინტერპოლის სპეციალური აპარატით შეამოწმებენ

© photo: SputnikГрузия флаг
Грузия флаг - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტერპოლმა საქართველოს შშს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც საქართველოს რკინიგზის სადახლოს განყოფილებაში მუშაობენ, გადასცა მოწყობილობა MIND, რომელიც შეიცავს ორგანიზაციის მონაცემთა სრულ ბაზას დაკარგული და მოპარული საბუთების თაობაზე.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. აღნიშნული აპარატი ქართევლო სამართალდამცავებს საშუალებას მისცემს  საპასპორტო მონაცემები ინტერნეტის გამოყენების გარეშე შეამოწმონ. მონაცემთა საერთაშორისო ბაზაში ინახება 45 მილიონზე მეტი ჩანაწერი, რომლებიც ყოველდღიურად ახლდება ინტერპოლის წევრი-ქვეყნების მიერ, რაც ძალზე ეფექტურს ხდის დანაშაულთან  ბრძოლას.

”სადახლოს განყოფილების საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მგზავრებს აკონტროლებენ უშუალოდ სამგზავრო მატარებლებში. ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ საქართველოში მათ საჩუქრად გადასცა სპეციალური მოწყობილობა MIND”,  — განაცხადა საქართველოს ინტერპოლის ბიუროს წარმომადგენელმა გიორგი მეზვრიშვილმა.

მსგავსი მოწყობილობით 2014 წლის ნოემბრიდან უკვე სარგებლობენ შსს-ს წარმომადგენლები საქართველოს პორტებში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0