პარლამენტი აპირებს მიიღოს კანონი რომელიც მორწმუნეთა უფლებებს დაიცავს

© photo: Sputnikრელიგია
რელიგია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის დეპუტატმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვისათვის ჯარიმებს ითვალისწინებს.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. რელიგიური ორგანიზაციებისა და მორწმუნეთა გრძნობების შელახვისათვის საქართველოში ჯარიმა იქნება შემოღებული 300 დან 500 ლარამდე, შესაბამისი  ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე განიხილა და მოიწონა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, — ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

პარლამენტის წევრი  მმართველი კოალიციიდან იოსებ ჯაჭვლიანი რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და სასულიერო პირების შეურაცხყოფისთვის, ასევე რელიგიური შენობების და სიწმინდეების წაბილწვისთვის ადმინისტრაციული სასჯელის შემოღების ინიციატივით გამოდის.

EBRD - Sputnik საქართველო
ქართველ დეპუტატს EBRD ბორდელში აერია

არლამენტის წევრის მიერ მომზადებული პროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს 166-ე პრიმა მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც: 

რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოყენება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას — გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება კი 600 ლარით დასჯას ითვალისწინებს. რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება — გამოიწვევს 500 ლარის ოდენობით დაჯარიმება, განმეორებითი ქმედება კი 1000 ლარიანი ჯარიმით დაისჯება.

კომიტეტის თავმჯდომარის,  ეკა ბესელიას შეფასებით, საკითხი მეტად მნიშვნელოვანი, ფაქიზი და საყურადღებოა, შესაბამისად აუცილებელია დაცული იქნას ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიურ გრძნობებს შორის, აქვე ასევე გასათვალისწინებელია ევროპული სასამართლოების პრაქტიკა და გამოტანილი გადაწყვეტილებები.


ყველა ახალი ამბავი
0