კალაძე „სოკართან“ მოლაპარაკებებზე ბაქოში გაემგზავრა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდის გამო, საქართველოს შესაძლოა ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის დეფიციტი ჰქონდეს. დეფიციტის შესავსებად „სოკარმა“ ქვეყნისთვის 50 მლნ კუბომეტრი აირის დამატებითი მოწოდების შესაძლებლობა გამონახა.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ხუთშაბათს ბაქოში გაემგზავრა, სადაც კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტ როვგან აბდულაევთან მიმდინარე საკითხებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელებს, აღნიშნული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

დღეს საქართველოს დღე-ღამეში დაახლოებით 11 მლნ კუბომეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდება. აქედან 6 მლნ მილსადენი „ყაზახით“ მოწოდებული აზერბაიჯანული გაზია, 3,2 მლნ — „შაჰ-დენიზი-1“-ის ფაზის ფარგლებში, დანარჩენი 1,5-2 მლნ კუბომეტრი ბუნებრივი აირი რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის საფასურია.

ბოლო ორ წელიწადში საქართველოში ბუნებრივ აირზე მოთხოვნის გაზრდის გამო შესაძლოა, ცისფერი საწვავის დეფიციტი გაჩნდეს. პრობლემის გადასაჭრელად იანვრის შუა რიცხვებში „სოკარის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გაიმართა, რომლის შედეგად აზერბაიჯანულმა კომპანიამ ზამთრის პერიოდში საქართველოსთვის აირის გაზრდილი რაოდენობით მოწოდებისთვის შესაძლებლობების გამონახვის პირობა დადო. 

გაზის კოშკურა - Sputnik საქართველო
საქართველოს გაზის ოდისეა

ამის შედეგად ორშაბათს კომპანიამ სამხრეთკავკასიური მილსადენის კონსორციუმთან შეთანხმების შესახებ განაცხადა, რაც საქართველოში ზამთრის ბოლომდე დამატებით 50 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოწოდებას მოიაზრებს.

ამის პარალელურად, საქართველო რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელიც რუსეთიდან სომხეთში აირის მიწოდებისთვის ნედლეულით გადახდის ნაცვლად, ფულად გადახდაზე გადასვლას სთავაზობს. უწინდელი შეთანხმების ვადა 2015 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.

საქართველომ გასულ წელს ტრანზიტის საფასურად „გაზპრომისგან“ 200 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიიღო და ამის დამატებად, 7 მლნ კუბური მეტრი რუსული გაზი შეისყიდა.  


ყველა ახალი ამბავი
0