დევდარიანი: “პრეზიდენტის გამოსვლა ქვეყანაში მდგომარეობას ადეკვატურად არ ასახავდა“

© Sputnik ნანა დევდარიანი
ნანა დევდარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანა დევდარიანს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს კეთილდღეობაში მყოფი ევროპული სახელმწიფოს მეთაური საუბრობდა.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. პრეზიდენტის გამოსვლაში ძირითადი აქცენტი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გაკეთდა, — მიაჩნია გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს ნანა დევდარიანს.
„პოზიტივია რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში რუსეთთან დიალოგის თემაზე საერთოდ ილაპარაკა. ძირითადი აქცენტი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მოდიოდა”, — აღნიშნა ნანა დევდარიანმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: საქართველოს უსაფრთხოების პრიორიტეტი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა

ნანა დევდარიანს პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის მოხსენებამ ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნა, რომ ძალიან კეთილდღეობაში მყოფი ევროპული სახელმწიფოს პრეზიდენტი გამოდიოდა.
„პირველ რიგში პრეზიდენტის ეს ყოველწლიური მიმართვა მაინც გათვლილი უნდა იყოს არა მხოლოდ დეპუტატებზე, არამედ მოქალაქეებზეც. გამიჭირდება გითხრათ, რა თქვა მან დღეს ისეთი, რაც ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიურ გაჭირვებას ეხება, ამიტომ, პრეზიდენტის გამოსვლა არ იყო ქვეყენაში ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობის ადეკვატური“- მიაჩნია ნანა დევდარიანს.
მარგველაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტშისაქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
აქამდე მთავრობა, მარგველაშვილისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არამდგრადი ურთიერთობების ფონზე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლებს არ ესწრებოდა.
საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის 150 დეპუტატიდან რეგისტრაცია 107-მა გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0