S7-ის თვითმფრინავი თბილისში დაგვიანებით ჩამოვა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიკომპანია s7-ის თვითმფრინავი
კომპანია s7-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველთა განცხადებით, ავიაკომპანია S7-ის თვითმფრინავის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს. მიუხედავად ამისა, მგზავრები სხვა თვითმფრინავში გადაიყვანეს, რომელიც თბილისში გამოფრინდა.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ავიაკომპანია S7-ის თვითმფრინავს, რომელიც მოსკოვიდან თბილისისკენ რეისს ასრულებს და რომელსაც დომოდედოვოს აეროპორტში თითქოსდა ცეცხლი გაუჩნდა, თბილისში 18:00 საათისთვის ელოდებიან, განუცხადეს Sputnik-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 

თვითმფრინავი S7 - Sputnik საქართველო
დომოდედოვოს აეროპორტში "მოსკოვი-თბილისის" თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

მანამდე თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავს, სავარაუდოდ, ცეცხლი გაუჩნდა. გარდა ამისა, ანონიმურმა წყარომ მოსკოვში განაცხადა, რომ მგზავრები ტექნიკური გაუმართაობის გამო სხვა თვითმფრინავში გადაიყვანეს, რომელიც დაგვიანებით გამოფრინდა.

„მე, როგორც აეროპორტის წარმომადგენელმა, შემიძლია გითხრათ, რომ S7 საათნახევრით აგვიანებს და ექვსი საათისთვის აეროპორტში უნდა დაეშვას. მიზეზების შესახებ, სჯობს S7-ის წარმომადგენლებს გაესაუბროთ“, — განაცხადა თბილისის აეროპორტის პრესსამსახურის თანამშრომელმა.

ამასთან, ავიაკომპანია S7-ის თბილისის წარმომადგენლობაში კომენტარზე უარს აცხადებენ, ხოლო რუსეთში კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლობაში ეს ინფორმაცია უარყვეს. 


ყველა ახალი ამბავი
0