გრიპის გამო სკოლები შესაძლოა კვლავ დაიხუროს

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიგრიპის ვაქცინის დამზადება
გრიპის ვაქცინის დამზადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, სკოლები სულ მცირე სამი დღით უნდა დაიხუროს, თუ მოსწავლეთა რაოდენობა რომლებიც გრიპის გამო აცდენენ სკოლებს - 20%-ს გაუტოლდება.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს 50 სკოლაში, მეცადინეობებს მოსწავლეთა 20% არ ესწრება, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა. 

50-ვე სკოლაში, მათ შორის თბილისის 7 სკოლაში მეცადინეობები შეწყდება, თუ დადასტურდება რომ გაცდენები გრიპთან არის დაკავშირებული. 

„ამ სკოლების დიდი უმეტესობა რეგიონებში მდებარეობს, იქ მცირე რაოდენობის კონტინგენტია, ამიტომ ისინი რისკს არ წარმოადგენენ… ამ დროისათვის უწყების მონიტორინგის სამსახური დაკვირვებას აწარმოებს, რათა დააზუსტონ რა მიზეზით აცდენენ გაკვეთილებს მოსწავლეები“, — თქვა ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პრესკონფერენციაზე. 

გრიპის ვირუსის საშიშროება - Sputnik საქართველო
ექსპერტი: „გრიპის შემდგომ გართულებებს ხელს დაბინძურებული ჰაერიც უწყობს“

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებების კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, სკოლები სულ მცირე სამი დღით უნდა დაიხუროს, თუ მოსწავლეთა რაოდენობა რომლებიც გრიპის გამო აცდენენ სკოლებს — 20%-ს გაუტოლდება. 

გასულ კვირას ქვეყანაში 300-მდე სკოლა დაიხურა. ყველა მათგანში სწავლა მას შემდეგ აღდგა, რაც სკოლის შენობებში დეზინფექცია ჩატარდა. 

ცენტრის მონაცემებით, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 248 —დან 357-მდე გაიზარდა ყოველ 100 ათას კაცზე. საქართველოსათვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 500 კაცია 100 ათას კაცზე. 


ყველა ახალი ამბავი
0