პოლონეთი განაახლებს პრეზიდენტის თვითმფრინავის Ту-154-ის ავიაკატასტროფის გამოძიებას

© AP Photo / Mikhail Metzelავიაკატასტროფა
ავიაკატასტროფა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ბართლომეი მიშევიჩმა განაცხადა, რომ კომისია ხელახალ გამოძიებას იწყებს - თვითმფრინავის რემონტიდან დაწყებული, ავიაკატასტროფამდე. მის შემადგენლობაში პოლონელი და უცხოელი ექსპერტები შევლენ.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში თვლიან, რომ აუცილებელია განახლდეს საგამოძიებო კომისიის მუშაობა პრეზიდენტის თვითმფრინავის Ту-154-ის  2010 წლის 10 აპრილს მომხდარი ავიაკატასტროფის თაობაზე. განაცხადა ვარშავის ერთ-ერთ ტელეარხზე უწყების პრესმდივანმა ბართლომეი მიშევიჩმა. 

პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი სმოლენსკის მახლობლად 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 96 ადამიანი იმყოფებოდა (88 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი). არავინ გადარჩენილა. დაიღუპა ქვეყნის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი კატინში მიფრინავდნენ სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. 

ვარშავა - Sputnik საქართველო
ანჯეი დუდა პოლონეთის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

„ამ კვირაში 99 პროცენტით კომისიას მოიწვევს თავდაცვის მინისტრი“, — თქვა მიშევიჩმა. 

სმოლენსკთან ტრაგედიის შემდეგ კომისიამ ეჟი მილერის ხელმძღვანელობით ჩაატარა გამოძიება და წარმოადგინა მოხსენება, რომელშიც კერძოდ საუბარია იმაზე, რომ ავიაკატასტროფის ერთ-ერთი მიზეზი მფრინავების შეცდომა იყო. 


ყველა ახალი ამბავი
0